ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება:
სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.
უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ;
იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.