სიახლეები
სიახლეები

წარმატებული სტარტაპერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
24-07-2023
-
+


გაიცანით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის ll კურსის სტუდენტი - ლუკა შავიშვილი.

ლუკა თბილისის N162 საჯარო სკოლაში სწავლობდა, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო დაჯილდოებულია ოქროს მედლით. ის გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), „ჯეოლაბისა“ და „კანტის აკადემიის“ მიერ ორგანიზებული სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული (2020 წელი). კონკურსის ფარგლებში ლუკამ შექმნა ველოგაზიარების სტარტაპი - „bikesee”, რომელიც მიზნად ისახავდა ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. 

სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთა. თვლის, რომ KIU-ში მიღებული ცოდნით ადვილად დაიმკვიდრებს თავს თანამედროვე ბიზნეს სამყაროში.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფისა და სამუშაო ბაზრის შესაბამისი პროფესიონალების მომზადების შესაძლებლობა. KIU-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა არის უახლესი და თანხვედრაშია ბიზნეს სამყაროში მიმდინარე ტენდენციებთან, მოთხოვნებთან. აღნიშნული  ფაქტორები აღმოჩნდა ჩემთვის გადამწყვეტი უნივერსიტეტის არჩევისას.

გარდა ამისა, KIU დიდ აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსურს, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო და გავამყარო პრაქტიკული გამოცდილებით. მაგალითად, ზაფხულში მონაწილეობა მივიღე KIU-ს მიერ ორგანიზებულ GITA–ს საზაფხულო ბანაკში, რომელიც დამეხმარა საჭირო უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“, - აღნიშნავს ლუკა შავიშვილი. 

KIU-ში სწავლის პარალელურად, ლუკა აქტიურად მუშაობს რამდენიმე სტარტაპზე, მათ შორის არის აუგმენტური რეალობის პლატფორმა - „ImaginARy“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ვირტუალური ექსპერიმენტების ჩატარება სამგანზომილებიან სივრცეში. ეს პროდუქტი მომხმარებლებს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური პროცესის ღრმად გააზრებასა და შესწავლაში დაეხმარება. პლატფორმის ძირითად ორიენტირს საბუნებისმეტყველო საგნები წარმოადგენს. ამჟამად ლუკას გუნდს უკვე აქვს პროდუქტის MVP, რომელიც ექსპერიმენტების 2D ლაბორატორიაში ჩატარების საშუალებას იძლევა (https://imaginary.ge/). სტარტაპის ფარგლებში ლუკა გახდა მედიალაბის სტარტაპ აქსელერატორ პროექტ - „იდიადრომის“ ფინალისტი და მიიღო დაფინანსება.

ლუკა ასევე მუშაობს დამგზავრების აპლიკაციაზე - “ჰოპლა”, რომელიც ერთ მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს აკავშირებს ერთმანეთთან. სერვისი ხელსაყრელია ორივე მხარისთვის და აქვს მრავალი საზოგადოებრივი და ეკოლოგიური ბენეფიტი. ლუკა აღნიშნული სტარტაპით დღესდღეობით „Impact hub“–ის აქსელერატორტზე იმყოფება, ხოლო წარსულში „Tegeta“-სა და „Future Laboratory“–ის მიერ ორგანიზებული „Start-up Drive“-ის ფინალისტიც გახლდათ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

თითო ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დაფინანსება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება