სიახლეები
სკოლები

„ჩვენი წარმატებით ქვეყნის დროშას ყოველთვის და ყველგან ამაყად ავაფრიალებთ“-აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარდგნენ
24-07-2023
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ. 

სკოლის მოსწავლეები ანსამბლ „ყილოშტყებამის“ ღირსეული წევრები არიან. ანსამბლმა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელა და საამაყოდ ააფრიალა ქართული დროშა პოლონეთის ქ. ლეგნიცაში, ფოლკლორულ ფესტივალზე.

პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში ჩატარდა 26-ე საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი - Świat Pod Kyczerą. ფესტივალში მონაწილეობდნენ - საქართველოს, ინდოეთის, ჩეხეთის, მაკედონიის, მაროკოს, მექსიკის, რუმინეთის, სენეგალის, სერბიის, კონგოს, ტაილანდის, უკრაინისა და პოლონეთის წარმომადგენლები. ანსამბლმა საქართველო ფესტივალზე ღირსეულად წარადგინა. 

სკოლის დირექტორი ნატო ესართია მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, ანსამბლის ქორეოგრაფებს კი წარმატებას ულოცავს.

„ეს ფესტივალი იყო მხიარული, ლამაზი, ეგზოტიკური და ფანტასტიკური. სწორედ ამ საოცარ ფესტივალში მონაწილეობდა სახალხო ქორეოგრაფიული  ანსამბლი „ყილოშტყებამი“, რომლსაც ხელმძღვანელობენ ქორეოგრაფები - გიორგი და რუსა სურმავა. ისინი ის ქორეოგრაფები არიან, რომელმაც ჩვენი სკოლის (აფხაზეთიდან დევნილი) მოსწავლეები აზიარეს ქართული ცეკვის ხიბლს, მასში გამოხატულ მთელ ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას. მათ სცენაზე გამოსვლას არაერთხელ დაუტყვევებია საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მაყურებელი.

ანსამბლმა „ყილოშტყებამი“ ღირსეულად წარმოაჩინა  საქართველო. საამაყოდ ააფრიალა ჩვენი ქართული დროშა პოლონეთის ქ. ლეგნიცაში. აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ანსამბლ „ყილოშტყებამს“ ასეთ დიდ წარმატებებს არაერთ ჯილდოს: დიპლომებს, მედლებს და ფასიან საჩუქრებს. სკოლის დირექცია, მადლობას უხდის აფხაზეთის N14  სკოლის მოსწავლეებს - ნიკოლოზ უბილავას, თიკო საბულუას,  ელიზაბედ ესართიას და დიტო ჭოლარიას ასე ფანტასტიკურად და საამაყოდ ჩვენი ქართული დროშის აფრიალებისთვის.

მინდა ასევე აღვნიშნო ის, რომ „ყილოშტყებამს“ ასეთ დიდ წარმატებას კიდევ ერთი საამაყო ტიტული დაემატა. პოლონეთში ქ.ლეგნიცაში გამართულ ფესტივალში 14 სახელმწიფოს მოცეკვავე წყვილებიდან  სამი საუკეთესო წყვილი შეირჩა. მათ შორის  ორი მექსიკიდან და საქართველოდან „ყილოშტყებამის“ წევრები და გახდნენ მაყურებლის რჩეული. ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს - დიტო ჭოლარიას ვულოცავთ ამ შესანიშნავ ტიტულს და საამაყოდ ქვეყნის წარმოჩენას.   

სკოლის დირექცია  მადლობას უხდის  ანსამბლ „ყილოშტყებამის“ ქორეოგრაფებს - გიორგი და რუსა სურმავებს ქვეყნის ასე ღირსეულად წარმოჩენისთვის და წარმატებებს უსურვებს.

მადლობა პოლონეთის ქ. ლეგნიცის მერს  - რაფალ პლეცია (Rafał Plezia)​ სტუმართმოყვარეობისთვის და ფესტივალის საოცარი ორგანიზებისთვის. 

ჩვენი წარმატებით „საქართველოს დროშას ყოველთვის და ყველგან ამაყად ავაფრიალებთ...“ ,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატო ესართია. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება