სიახლეები
სიახლეები

„128 ბაღში არ იყო ადგილები და რისთვისაა რეგისტრაცია თუ უკვე შევსებულია?“ - მშობლების თქმით, ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპი ფორმალურია
25-07-2023
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბაღებში 7500-მდე თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი, თუმცა სოციალურ ქსელში მშობლების უკმაყოფილება მაღალია. მათი თქმით, თავისუფალი ადგილები თითქმის არც ერთ ბაღში აღარ არის და რეგისტრაციის მესამე ეტაპი უბრალო ფორმალობა იყო.

როგორც ერთ-ერთი მშობელი წერს: „128 ბაღში არ იყო ადგილები და რისთვისაა რეგისტრაცია თუ უკვე შევსებულია?“;

„თემქაზე არც ერთი ადგილი აღარ დარჩა 2 წლიდან ბავშებისთვის და ვარკეთილში ვატარო ყოველ დილით?“ - მშობლის კომენტარს ვარკეთილში მაცხოვრებელიც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ „ვარკეთილშიც აღარ არის თავისუფალი ადგილები“.

„ვინც თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ რეგისტრირებულები არ ვართ, გამოდის ბავშვი ბაღში ვერ უნდა მივიყვანოთ“ - აღნიშნავს კიდევ ერთი მშობელი.

რეგისტრაციის ბმული - http://kids.org.ge/

თბილისის მერის განცხადებით, „აღნიშნულ ეტაპზე, 7500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ნებისმიერი ასაკის ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება