სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

საზაფხულო არდადეგები სხვა ქვეყნებში: როგორ ისვენებენ მოსწავლეები შვეიცარიაში, აშშ-სა თუ იაპონიაში?
30-07-2023
-
+


სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს განსხვავებული მიდგომა როგორც არდადეგების ხანგრძლივობის, ისე მოსწავლეთა დასვენების ფორმის მიმართ. მაგალითად, იაპონიაში საზაფხულო არდადეგები თვეზე ცოტა მეტი გრძელდება, მოსწავლეები კი შემეცნებას დასვენების დღეებშიც არ წყვეტენ. შვეიცარელი ბავშვები არდადეგებს საზაფხულო ბანაკში ატარებენ, ესპანელები კი ბებია-ბაბუასთან. 

იაპონია 

ამომავალი მზის ქვეყანაში ზაფხულში მოსწავლეები 20 ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე ისვენებენ, მაგრამ შემეცნებასა და სწავლა-განათლებას არ წყვეტენ. ბევრი მოსწავლე სპეციალურ კურსებზე დადის, ამასთან, არდადეგების დროს უფროსკლასელები საშიანაო დავალებებს ასრულებენ, უმცროსკლასელებს კი მასწავლებლები სთხოვენ დღიური აწარმოონ. ასეთი დავალება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება არ დაივიწყონ ნასწავლი და გაიუმჯობესონ წერისა და კითხვის უნარები. 

აღსანიშნავია, რომ იაპონელები სასწავლო წელს აპრილში იწყებენ. ზოგიერთი იაპონელი სასწავლო წლის დასაწყისის სექტემბერში გადატანის მომხრეა, როგორც ეს არაერთ ქვეყენაშია, მაგრამ ინიციატივა პოპულარობით დიდად არ სარგებლობს.

ესპანეთი 

ესპანეთში სასწავლო წელი სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება და 20 ივნისამდე გრძელდება. სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღი არ არსებობს, რადგან ვადები მცოცავია. ჩვეულებრივ, სასწავლო დაწესებულება საიტზე დიდი ხნით ადრე აქვეყნებს ინფორმაციას სწავლის დაწყების თარიღის შესახებ, იმისთვის, რომ მშობლებმა მოახერხონ შვებულების დაგეგმვა და მისი ბავშვებთან ერთად გატარება.

ესპანეთში, ზაფხულის არდადეგების დროს, ბევრი სკოლა თემატურ ფასიან ბანაკებს აწყობს. ბანაკებს მოსწავლეებს სახელმწიფო სკოლებიც სთავაზობენ, მაგრამ, როგორც წესი, მომსახურება ასევე ფასიანია, ამასთან, ღირებულება დიდად არ განსხვავება კერძო ბანაკებისგან.  

აღსანიშნავია, რომ ბანაკები მრავალფეროვნებით გამოირჩევა -  არის სპეციალური ცეკვის, სპორტის, კულინარიის და სხვა „პროფილური“ ბანაკები. 

ესპანეთში ოჯახები შვილების დასვენების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: ბავშვების ბანაკებში გაშვებიდან დაწყებული, დასახმარებლად ბებია-ბაბუების ჩართვით დამთავრებული. 

შვეიცარია

ქვეყანაში 26 კანტონია, თითოეული მათგანში ზაფხულის არდადეგების დაწყებისა და დამთავრების თარიღი განსხვავებულია. სახელმწიფო და კერძო სკოლებს აქვთ განსხვავებული გრაფიკი, მაგრამ საერთო ჯამში ზაფხულის არდადეგების ხანგრძლივობა დაახლოებით ორ თვეს შეადგენს.

შვეიცარელ მშობლებს, ჩვეულებრივ, შვებულებაში შვილები არ მიჰყავთ. ასევე, არ არსებობს ბავშვის ბებია-ბაბუებთან დატოვების ტრადიცია, ასე რომ კანტონები და ადგილობრივი საზოგადოებები ბანაკებს აწყობენ. ამასთან ეს, მშობლებისთვისაც ეკონიმიურად ხელსაყრელი ვარიანტია, რომელიც მინიმალურ ხარჯებს მოითხოვს. ორი კვირის მანძილზე ბავშვები მთაში ცხოვრობენ და ბუნებით ტკბებიან.

კანადა

კანადაში არდადეგები ივნისის ბოლოს იწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. ბავშვების აქტიური დასვენებისთვის ბევრი არჩევანი აქვთ. ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტი ბანაკია, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა გასართობსა და აქტივობას სთავაზობს, მაგრამ ბანაკში ჩაწერა ჩვეულებრივ წინასწარ იწყება, ხშირად იანვარშიც კი, რომ მშობლებმა შვილებისთვის ადგილის უზრუნველყოფა შეძლონ. 

კანადის სანაპირო ქალაქებში პოპულარულია საგანმანათლებლო ტურები, რომელიც მოიცავს ვეშაპებსა და დელფინებზე დაკვირვებას. ბანაკები ჩვეულებრივ ორგანიზებულია თვალწარმტაც ადგილებში ტბებთან ახლოს და მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს, მაგალითად მშვილდისრით სროლას, თეატრალურ წარმოდგენებსა და ცურვას.

ჩინეთი

ვინაიდან ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია, აქ კარგი განათლება მეტად ფასობს. კარგ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და პრესტიჟული სამსახურის მოსაძებნად, პირველივე კლასიდან დიდი შრომაა საჭირო. ჩინელი ბავშვების ზაფხულის არდადეგები თვეზე ცოტა მეტი  - ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე - გრძელდება. თუ ქართველი მასწავლებელი, მაგალითად მოსწავლეს ზაფხულში მხოლოდ წიგნის წაკითხვას ურჩევს, ჩინელ მოსწავლეებს მასშტაბური საშინაო დავალების შესრულება უხდებათ. შემდეგ ამ ყველაფერს პედაგოგი ამოწმებს. გარდა სავალდებულო პროგრამისა, ჩინეთში ძალიან პოპულარულია სპეციალური კურსები. არდადეგების დროს მშობლებს შეუძლიათ შვილები კლასგარეშე მეცადინეობებზე ჩაწერონ, სადაც არდადეგების დროს სასწავლო დანაკარგებს ამოავსებენ.

აშშ

შტატებში სკოლის არდადეგების საერთო გრაფიკი არ არსებობს, ის შესაძლოა განსხვავებული იყოს შტატიდან და კონკრეტული სკოლის გადაწვეტილებიდან გამომდინარეც კი. მიუხედავად ამისა, ზაფხულის არდადეგები, ჩვეულებრივ, ივნისის დასაწყისში ან შუა რიცხვებში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. საერთო ჯამში ბავშვებს აქვთ 2,5 თვე იმისთვის რომ ძალები აღიდგინონ ახალი სასწავლო წლისთვის. 

მართალია, სკოლები და სახელწიფო მოსწავლეებისთვის საზაფხულო ღონისძიებებს არ აწყობენ, მაგრამ ბევრი კერძო ბანაკი სთავაზობს ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება