სიახლეები
სკოლები

„წარმატებული სკოლის საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერი“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა იუბილარია
26-07-2023
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა იუბილარია. „საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერი“- ასე უწოდებენ მას სკოლაში და განსაკუთრებულად აფასებენ შრომას, რომელსაც სასკოლო საზოგადოების განვითარებაში დებს. ის სკოლის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება, რისთვისაც მადლიერებასა და დიდ პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ სკოლაში მას დაბადების დღეს დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

ვრცელ მისალოც წერილს დაწყებითი კლასების პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი ავრცელებს. 

„პედაგოგიკაში ხშირად ვსაუბრობთ მოსწავლეებში მოტივაციის გაღვიძებასა და მისი ამაღლების საჭიროებაზე. მუდმივ ფიქრში ვართ, თუ როგორ შეგვიძლია მეტად წავახალისოთ და გავააქტიუროთ მოსწავლეებში ის ძალა, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვლენინებს. ვფიქრობ, არამარტო მოსწავლეებს, არამედ ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, პროფესიისა და თანამდებობისა, სჭირდება მოტივაციის ამაღლება, რათა მან უფრო მეტი აკეთოს. ადამიანის წარმატებული ქმედებების გამოყოფა და აღნიშვნა, ერთგვარად, ბედნიერების მომტანია მისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არასდროს უნდა დავიშუროთ ერთმანეთის ძლიერი მხარეების გამოყოფა და შექება, რაც მთავარია, მადლიერების გამოხატვა.

არასდროს მომწყინდება იმ დიადი საქმეების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელზე საუბარი. დღეს ბატონი თენგიზ გულორდავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი არა მარტო ისან-სამგორის რაიონში, არამედ თბილისის მასშტაბით უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია, თავისი მოღვაწეობითა და სულისკვეთებით, რომელსაც შეუსვენებლად დებს იმ კედლებში, რომელშიც ყალიბდება საქართველოს აწმყო და მომავალი. თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელია უკვე მე-7 წელია, და ამ მცირე ხანში 300-მოსწავლიანი სკოლა დღეს უკვე 1700-ზე მეტ მოსწავლეს უღებს თავის კარს. მკაფიოდ ჩანს, ბატონი თენგიზისთვის, თითქოს სიცოცხლის გამხანგრძლივებელია ის ფაქტი, რომ:

  • სექტემბერში, სკოლის ეზოში, ოქროსმედალოსან მოსწავლეებს გაუხსნის ვარსკვლავს;
  • რომ ჩვენი სკოლა ყველაზე მოთხოვნად სკოლებს შორის თბილისის მასშტაბით, მოწინავე ადგილზეა;
  • რომ ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო ყოველწლიურად წესრიგდება, იხვეწება და ახლდება;
  • რომ მას ჰყავს თავისი მასწავლებლების სახით, უძლიერესი (როგორც თავადაც მუდმივად აღნიშნავს) გუნდი და ერთიანი ძალებითა და სულისკვეთებით იპყრობენ მწვერვალებს;

რომ ჩვენს სკოლას უკვე აქვს სააქტო დარბაზი და ბიბლიოთეკა, გარემონტებული დერეფნები და საკლასო ოთახები, რომლებიც ამ სკოლაში თავისი მოღვაწეობის დროს, უშვებულებო მუშაობითა და უშუალოდ, საკუთარი ჩართულობით შექმნა.

რომ ჩვენი სკოლა ყოველწლიურად უფრო და უფრო იმსახურებს მშობელთა ნდობას, მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სწავლის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო სკოლის სტატუსით;

რომ ჩვენი სკოლის კედლების მსგავსს ვერსად ვერ ნახავთ, გარდა ამ შენობისა, რომლებიც ერთგვარად, სამუზეუმო, ისტორიულ-ლიტერატურულ ექსპონატად იქცა, რომლებზეც წარმოდგენილია არაერთი ცნობილი ქართველი მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდი ეპიზოდები, გაცოცხლებული სხვადასხვა ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც უფლებას არ მოგცემენ, რომ გულგრილად ჩაიაროთ სკოლის დერეფნებში. თქვენ იმოგზაურებთ სხვადასხვა ეპოქის ამსახველ მნიშვნელოვან ნაწარმოებებსა თუ ისტორიულ ფაქტებში;

რომ ჩვენი ასმეექვსე სკოლა 2019 წლიდან ატარებს აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელს და ეს ყველას გვეამაყება.

დამეთანხმებით, რომ სკოლის დირექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია დირექტორის გავლენა მასწავლებლის შრომის ნაყოფიერებასა და მოსწავლეთა შედეგებზე. სკოლის დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი და სკოლის განვითარება მისი და კარგი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასმეექვსე სკოლა კი ამ უკანასკნელი წინადადების კარგი მაგალითია. ჩვენს სკოლას რომ საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერი და ბევრი კარგი მასწავლებელი ჰყავს, ამას თავად მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები მოწმობს.

ჩვენი სკოლის ლიდერის, ბატონი თენგიზ გულორდავას ქმედებები საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ის ყოველდღიურად ცდილობს სკოლა კონცენტრირდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე -

  • ბავშვის კეთილდღეობაზე;
  • სწავლა-სწავლების ხარისხსა და
  • მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

ამ სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის წარმატებით განვითარებას კი იმით ახერხებს, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს საერთო იდეების გარშემო აერთიანებს, იდეების, რომელიც მკაფიოდ უკავშირდება ბავშვის კეთილდღეობას.

მოტივაციაზე ვსაუბრობდი ჩემი სიტყვის დასაწყისში, რომელშიც გულითადი მადლიერების გამოხატვას ვგულისხმობ, სკოლის ხელმძღვანელის მიმართ. მადლიერება არასდროს არის უადგილო, მით უფრო, რომ ეს დამსახურებულია.

ჩემი სკოლის ლიდერის მიდგომებს და ქმედებებს მუდმივად სიამაყით აღვნიშნავ, რადგან ვფიქრობ, რომ კარგი პარაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისთვის.

ის, რომ ბატონ თენგიზს გააზრებული აქვს სკოლის ლიდერის მნიშვნელობა და როლი სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაში; მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტით; მუდმივად ზრუნავს სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, ამას ადასტურებს სასკოლო თემის მაღალი მოტივაცია და კმაყოფილება.

მუდამ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თენგიზ გულორდავას იმ დიად საქმეში, რომელშიც ასე გულიანად არის ჩაფლული. ხანგრძლივი სიცოცხლე და უამრავი ბედნიერი დღე როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ დაწყებითი კლასების პედაგოგ ინა მეცხვარიშვილის მისალოც წერილში. 

„ეტალონის“ გუნდი უერთდება მილოცვას და თენგიზ გულორდავას კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება