სიახლეები
სკოლები

მქუხარე აპლოდისმენტები და საუკეთესო სურვილები - ქუთაისის N40 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
26-07-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ძალ-ღონე არ დაიშურეს.

სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს 2023 წლის კურსდამთარებულები. სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს გზა დაულოცა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„19 მაისს, მეთორმეტეკლასელების ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი.

კიდევ ერთმა თაობამ დატოვა სკოლის კედლები და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯა. სწორედ ამ მოვლენას მივუძღვენით ბოლო ზარის ზეიმი „მშვიდობით სკოლავ“, რომელიც სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ზეიმს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, სკოლის მასწავლებლები, უფროსკლასელები, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ია ჩინჩალაძე და ქალაქის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.

„ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეკვა, სიმღერა, ლექსი. ძალიან კარგად წარმოადგინეს გაკვეთილების ინსცენირება და მასწავლებელთა პაროდიები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებს გზა დაულოცა კლასის ხელმძღვანელმა ნუნუ ირემაძემ, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა. ზეიმმა დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ. დირექცია და პედაგოგები კი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება