დამტკიცდა საბავშვო ბაღის სტანდარტი, რომლის შესრულებაც ყველასთვის სავალდებულოა
26-07-2023
დაკოპირებულია
-
+
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში, მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით სტანდარტში 8 ძირითადი მიზნა განსაღვრული და მისი დაკმაყოფილება ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულოა.
გაეცანით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფეროსა და მიზნებს:
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფერო და მიზნები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები (შემდგომში – სტანდარტები) განსაზღვრავენ თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე, განსაზღვრავს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს.
სტანდარტი სავალდებულოა ყველა დაწესებულებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა).
ა) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელის შეწყობა; ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების მიზნით მისაღწევი შედეგების განსაზღვრა დაბადებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე; გ) დაწესებულებების მიერ თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის უზრუნველყოფისთვის პროგრამის ხარისხის მახასიათებლების განსაზღვრა; დ) ბავშვის ჰოლისტური განვითარების უზრუნველყოფა; ე) სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფა; ვ) დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი გარემოს მახასიათებლების განსაზღვრა ზ) ბავშვის განმავითარებელი უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი