სიახლეები
სიახლეები

„მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს“ - კიბერდანაშაულის პრევენციის დეპარტამენტის უფროსი
09-05-2018
-
+


„გამოძიების დღევანდელი შედეგების მიხედვით, მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე კაციტაძემ განაცხადა. 

აღნიშნული განცხადება ივანე კაციტაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გააკეთა, სადაც კიბერდანაშაულის საკითხებზე მსჯელობდნენ. 

კაციტაძის თქმით, ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ არ აქვს არც აპლიკაცია, არც ვებგვერდი და გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. 

2017 წლის 30 მაისს დაწყებული გამოძიების დეტალები და შედეგები კომიტეტზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ გააცნო. 

„2017 წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება კონკრეტულად „ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ჩვენთან მანდატურის სამსახურიდან უამრავი კონკრეტული შეტყობინება შემოვიდა. ასევე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, თვითონ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები განცხადებით მოგვმართავდნენ. უკვე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა რამოდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, კონკრეტული პირები, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ან რაიმე სცოდნოდა. თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა. ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ ორი წლის განმავლობაში რუსეთში აქტიურად გავრცელდა და დღემდე მითი და რეალობა ერთმანეთში არეულია. აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით ორი პიროვნებაა დაკავებული - თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორი. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და მათი ბრალეულობა ჯერჯერობით არაა დადასტურებული და არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი,“ - აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ. 

იხილეთ ასევე:

სახიფათო ინტერნეტ თამაშის მსხვერპლი გოგონას დედა საზოგადოებას მიმართავს

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი სასიკვდილო ინტერნეტთამაშშია ჩართული? - კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებს ფსიქოლოგისგან

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

როდის უნდა გამოაცხოთ პასქა - შეიძლება თუ არა ნუგბარის წითელ პარასკევს მომზადება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლაში ღონისძება მიეძღვნა დედაენის დღეს

მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება „დედაენის დღე“

კულიკამის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნეს

გლოლის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეული გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება