სიახლეები
სიახლეები

„წელს, 1-ელი შემთხვევა იყო...“ - სოფიო გორგოძე ეროვნული გამოცდების დეტალებზე საუბრობს 
26-07-2023
-
+


დღეს, 26 ივლისს, 2023 წლის აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში ბოლოჯერ გამოცხადნენ. ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გამოწვეული ვნებათაღელვა დასრულდა. ახლა ისინი ქულების მოლოდინში არიან და შედეგების გამოქვეყნებას მოუთმენლად ელოდებიან.

აღსანიშანავია, რომ წელს აბიტურიენთა რაოდენობა რეკორდურად ბევრი - 45 000 - ზე მეტი იყო, გამოცდებზე კი ჯამში მატი 94 პროცენტი გამოცხადდა.

2023 წლის გამოცდების შესახებ „ნაეკი“ ინფორმაციას აქვეყნებს

ეროვნული გამოცდების დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ გამოცდების მსვლელობისა და აპელაციის შედეგების შესახებ ისაუბრა.

„წელს 1-ელი შემთხვევა იყო, როდესაც არც ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან არ მოგვიხსნია. დიდი მადლობა აბიტურიენტებს, რადგან მათ ზედმიწევნით დაიცვეს ყველა საგამოცდო წესი. დაგვიანების შემთხვევებს რაც შეეხება, ყოველდღე იყო ერთეული დაგვიანების შემთხვევები- ჯამში 50-ზე მეტი. ამ ეტაპზე უკვე ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ნაშრომების გასწორებაზე და უკვე აგვისტოს პირველი ნახევრიდან შესაძლებელი იქნება, შედეგების ეტაპობრივად გამოცხადება.

აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ყურადღება მიქციონ, როდის დასრულდება ყველა საგნის შედეგის გამოცხადება, რადგან სწორედ ამის შემდგომ იწყება სააპელაციო განაცხადების შემოტანა“, - აღნიშნა მან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება