მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კრეატიული აზროვნება ადამიანების ერთ-ერთი ძლიერი უნარია, თუმცა საინტერესოა შეიძლება თუ არა ამ უნარის გამომუშავება, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების აზრით, შემოქმედებითობა, შეიძლება გენებით განსაზღვრულ, პირად თვისებებს უკავშირდებოდეს?
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნებისადმი მიდრეკილ ადამიანებს, თავის ტვინის მსგავსი ფუნქციები გააჩნიათ და მათ საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვა უკეთესად შეუძლიათ.
„კრეატიულობა შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც ყველას გვაერთიანებს“- ეს სიტყვები Adobe-ის აღმასრულებელი დირექტორს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას კრეატიულობის საინტერესო ფორმულა შესთავაზა. ის ძლევა მარტივ და გამოსადეგ გზას ამ რთული კონცეფციის გასაგებად.
კრეატიულობის ფორმულა შემდეგნაირია :
C = fa(K,I,E)
იდეის ავტორმა, როგორც ყოფილმა მათემატიკის პროფესორმა, ფორმულის შესადგენად თავისი გამოცდილება გამოიყენა. ფორმულა აღწერდა ფაქტორებს, რომლებიც ქმნიან შემოქმედებით აზროვნებას.
ავტორმა, ფორმულაში წარმოდგენილი - C = ƒa(KIE), შემდეგნაირად განმარტა: კრეატიულობა წარმოიქმნება ცოდნას (K), წარმოსახვას (I) და შეფასებას (E) შორის. ეს ყველაფერი კი, მრავლდება a-ზე = ჩვენს დამოკიდებულებაზე.
კრეატიულობა, როგორც აზროვნების ჩარჩო, გვაჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გვჭირდება ცოდნა (K), არამედ კრიტიკულად უნდა შევაფასოთ (E) ის, რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ. სკოლებში მოსწავლეები კარგ ქულებს იღებენ ცოდნის საფუძველზე, მაგრამ ისინი არც ისე კარგები არიან შეფასებასა და საკუთარი აზრების გამოთქმაში. I - კრეატიულობის ფორმულის შუაში მდგარი კომპონენტი - წარმოსახვა, იშლება მაშინ, როცა ჩვენი ფანტაზია საშუალებას გვაძლევს გამოვიგონოთ იდეები, დავინახოთ შესაძლებლობები და დავინტერესდეთ ყველაფრით, რაც ჩვენ გარშემოა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.