სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია ახლა მოსწავლეებთან“ - ირემაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ირემაძე
28-07-2023
-
+


მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბადრი ირემაძეს სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ მალევე დაიწყო საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა. მის კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა პირველი გაკვეთილი, რომელიც ჩაატარა, რადგან სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს იყო ის საქმე, რომლის კეთებაც უნდოდა. „სხვაგან არასდროს მიმუშავია და ვერც წარმომიდგენია თავი სკოლის გარეშე“ , - აღნიშნავს მერაბ ჭელიძე.

მისთვის სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ბავშვებთან უშუალო, მეგობრული და ახლო ურთიერთობით გამოირჩევა და ფიქრობს, რომ სწორედ პედაგოგია ის, ვისაც შეუძლია ბავშვს სწავლა და საგანი შეაყვაროს.

etaloni.ge-სთან დირექტორი, გასული სასწავლო წლის, მოსწავლეების, სამომავლო მიზნებისა და მაღალმთიანი სკოლების გამოწვების შესახებ საუბრობს.

- როგორი იყო გასული სასწავლო წელი თქვენი სკოლისთვის?

- ეს წელი სხვა წლებთან შედარებით უკეთესი იყო. წელს 6-მა ბავშვმა დაასრულა საშუალო საფეხური, მათ შორის ერთი ოქროს მედალოსანი მოსწავლე გვყავს. ყველა აბარებს ეროვნულ გამოცდებს. წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ვმონაწილეობდით. სკოლამ მოიპოვა განათლების სამინისტროს, თბილისის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სასკოლო აქტივობების დახარისხების პროგრამაში გამარჯვება და პროექტი 5860 ლარით დაფინანსდა. ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით, ძალიან ბევრ პროექტში ვიყავით ჩართული, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

2022-2023 წლების სასწავლო პროცესი წარმატებული იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სკოლაში ძალიან იკლებს ბავშვების რაოდენობა. 1-ელი სექტემბრიდან სასწავლო წლის ბოლომდე 8 ბავშვი გადავიდა უკვე საცხოვრებლად ბათუმში. სამწუხაროდ ეს პრობლემა მარტო ჩვენს სკოლაში არ დგას...

- როგორ ფიქრობთ, რისგანაა ეს გამოწვეული?

- ძირითადად ეკონომიკური ვითარებიდან და ძალიან რთული ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, მასიური მიგრაციაა. ქალაქებისკენ მიდიან, ისეთ ტერიტორიებზე სახლდებიან, სადაც უფრო იოლია ცხოვრება და თავის გატანა.

- რამ შეიძლება მიგრაცია შეაჩეროს, რაში ხედავთ გამოსავალს?

- შეიძლება საერთოდ დაცარიელდეს ჩვენი დასახლება, სამწუხაროდ, ამისკენ მიდის საქმე... ერთ-ერთ შეხვედრაზე ზუსტად ეს შეკითხვა დამისვეს - რას ფიქრობთ, რამ შეიძლება შეაჩეროს ეს მიგრაციაო და იცით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს კანონი - მაღალმთიანი სოფლების შესახებ და ძალიან ბევრი სოციალური თუ სხვა პროგრამა ხორციელდება, მაინც არ აღმოჩნდა ეს საკმარისი. ალბათ, კიდევ უფრო ღრმად უნდა შეისწავლონ ეს პრობლემა და სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ მთავრობის დონეზე, რომ შეჩერდეს მოსახლეობის მიგრაცია. 

- მოსწავლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, ბატონო ბადრი?                                            

- ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან. ვმეგობრობთ, ერთად ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვხალისობთ. ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდს, რომ შევადაროთ, აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია ახლა. შედარებაც მიჭირს მაშინდელ და ახლანდელი ურთიერთობის, დირექტორსა და ბავშვს შორის. უფრო გახსნილები, თავისუფლები, განვითარებულები არიან. ალბათ, ტექნოლოგიებიც თავის როლს თამაშობს ამ ყველაფერში, უფრო ხელმისაწვდომია ბევრი ინფორმაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ როლს ასრულებს მათ განვითარებაში.


- თქვენ როგორ მოხვდით ამ სფეროში და ბავშვებთან ურთიერთობის რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ?

- უნივერსიტეტი დამთავრებიდან მალევე დავიწყე სკოლაში მუშაობა. სხვაგან არასდროს მიმუშავია. სიმართლე, რომ გითხრათ, არც ვფიქრობდი სკოლაში მუშაობის დაწყებაზე. მამაჩემი პედაგოგი იყო და ამან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. პირველად, რომ ჩავატარე გაკვეთილი „მოვიწამლე“ სკოლით... მახსოვს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, რომ მივხვდი ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა.

რაც შეეხება, პერიოდს, 2009-დან 2014 წლამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახლდით. შემდეგ 2020-მდე დირექტორი, ახლა მოვალეობის შემსრულებელი ვარ. 31-ში გასაუბრება მაქვს და იმედი მაქვს ისევ დირექტორი ვიქნები. ამავდროულად ისტორიის მასწავლებელი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ საგანს ასწავლიდეს ხელმძღვანელი და მას ჰქონდეს პედაგოგიური საქმიანობის პრაქტიკა. 

- როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს დირექტორი?

- პირველ რიგში, დირექტორი უნდა იცნობდეს სასკოლო ცხოვრებას, სასკოლო საზოგადოებას, ყველაფერში გარკვეული უნდა იყოს და შესაბამისი განათლებაც უნდა ჰქონდეს და ამ ყველაფერთან ერთად. ის არ უნდა წყვეტდეს განვითარებას, ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, განხორციელებას და ა.შ.

- დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ახსენეთ, მხოლოდ თქვენი კანდიდატურაა წარდგენილი თქვენს სკოლაში?

- დიახ, გასაუბრებაზე მხოლოდ მე ვარ ჩვენს სკოლაში წარდგენილი. მუნიციპალიტეტში სულ 14 კანდიდატი ვართ ვინც გავიარეთ ყველა ეტაპი. ჩვენ სკოლაში კი მხოლოდ მე ვარ დარეგისტრირებული. როგორც უკვე გითხარით, 2014 წელს ჩავაბარე გამოცდა და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ განსხვავებული იყო ახლანდელთან შედარებით. ვგულისხმობ, იმ საკითხებსა და თეორიულ მასალას, რომელიც ახლა იყო ტესტირებაზე. მაგალითად, წელს დირექტორობის მსურველებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან მოსულ საკითხებზე მოუწიათ ტესტების შესრულება. ეს საკითხი ახალია და რა თქმა უნდა, 2014 წელს მსგავს თემაზე ვერ ვისაუბრებდით. უშუალოდ საგამოცდო ფორმატი და ტიპი კი ახლაც წინა გამოცდის მსგავსი იყო. ამ მხრივ სერტიფიცირების ფორმატში ცვლილებები არ ყოფილა. 

- მასწავლებლების გამოცდებზე რას ფიქრობთ?

- ვფიქრობ, რომ როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტს ამთავრებს, ის, უკვე მზად უნდა იყოს სკოლაში მუშაობის დასაწყებად და აღარ უნდა სჭირდებოდეს გამოცდების ჩაბარება. თავად უნივერსიტეტმა უნდა მისცეს ის შესაძლებლობა, ცოდნა, რომ პირდაპირ კონკურენციის გზით გააგრძელოს სკოლაში მუშაობა. ამდენი გამოცდა დამღლელია მასწავლებლებისთვის.

რაც შეეხება ჩვენს პედაგოგებს, სკოლაში მათი დეფიციტი არაა, ყველა მასწავლებელი არის სერტიფიცირებული. გვყავს მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები.

მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი პროფესია, უნდა იზრუნოს მუდმივ განვითარებაზე, ეს აუცილებლად სჭირდება პედაგოგს. 

- როგორ ფიქრობთ, მასწავლებელს შეუძლია თუ არა ბავშვისთვის საგნის შეყვარება?    

- ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ასეთ დროს. თუ გამონაკლის შემთხვევებს არ ჩავთვლით, პედაგოგზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეაყვარებს ბავშვს საგანს. 

- განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ, მოგწონთ?

- კარგი იქნებოდა, რომ ერთხელ აღებულ კურსს მივყვებოდეთ და ყველა მინისტრის ცვლილებას რადიკალური სიახლეები არ მოჰყვებოდეს. რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ძალიან ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იცვლება და ეს ვფიქრობ, განათლების რეფორმას ავნებს.

- რამდენ პირველკლასელს ელოდებით ახალი სასწავლო წლისთვის და რას ეტყოდით მათ?

- დიახ, 6 მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასელთა გაცილების დღეს მოვიწვიეთ ისინი სკოლაში და ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედი და მივეცით მოტივაცია, რომ უნდა ისწავლონ კარგად, რათა გამოადგნენ ოჯახს, სოფელსა და ქვეყანას.

- თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?

- ამჟამად, სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვემზადებით ავტორიზაციის გასავლელად. ბევრი გეგმა მაქვს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, სასკოლო შესაძლებლობების წახალისების პროგრამაში, რომ ავიღეთ გრანტი, შევიძინეთ სპორტულ ინვენტარი, რომელსაც მომავალში გამოვიყენებთ.

მომავალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტად მინდა მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულნი, თუმცა ახლაც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ პროექტებში, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლების მიმართულებით. ვფიქრობ, სასწავლო პროცესში კიდევ გამოჩნდება პრიორიტეტები, რომელთა  მიმართულებითაც ვიმუშავებთ მომავალში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება