სიახლეები
სკოლები

„შრომის გუდა“ - ჩოხატაურის N1 სკოლის მოსწავლეთა შექმნილი პოპულარული პროდუქტი და პროექტი, რომელიც კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა
28-07-2023
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, სკოლის პროექტი - „შრომის გუდა“, რომელიც სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსის ფარგლებში, დაფინანსდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლაში სუფთა, ჯანსაღი და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების სტიმულირებითა და ბიზნეს-საქმიანობის გამოცდილებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები დღის განმავლობაში დროის დიდ ნაწილს საკლასო ოთახში ატარებენ, მნიშვნელოვანია, ეს სივრცე იყოს მოწესრიგებული და დადებით ემოციებთან ასოცირდებოდეს. აკადემიური პროცესის პარალელურად, სწორედ აღნიშნულ სივრცეში მიმდინარეობს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი. შესაბამისად, საჭიროა, საკლასო ოთახში ზრუნვასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. მოზარდებმა შეიმუშავეს საკლასო ოთახის მენეჯმენტის წესი, დაამზადეს საჭირო აქსესუარები და რესურსები, შექმნეს მულტიფუნქციური ტომარა - „შრომის გუდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

პროექტის განხორციელების ეტაპები მეტად საინტერესო და შთამბეჭდავია. 

„საწყის ეტაპზე განხორციელდა საინფორმაციო კამპანია პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებში კლუბის წევრებმა შექმნეს საინფორმაციო მასალები სხვადასხვა ფორმატში და გაავრცელეს სკოლაში. პროექტი განხორციელდა შემდეგი საგნობრივი დისციპლინების ინტეგრირებით: სამოქალაქო განათლება, ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა და მუსიკა. სამოქალაქო განათლების ფარგლებში მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება საერთო სივრცეზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის, პიროვნული განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოსა და ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობის, გარემოზე ზემოქმედების შემცირების-კვლავწარმოების მნიშვნელობის შესახებ. ხელოვნება - პროდუქტის შეფუთვა და დიზაინის შემუშავება. ფერების, ფორმების შერჩევა და მნიშვნელობის განსაზღვრა. ნივთების დიზაინის შერჩევა: ჩვრის ფორმა, ნაქარგების ფორმები და ა.შ. ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების ფარგლებში მიკრობების გავრცელების შედეგები და პრევენციის გზების კვლევის შედეგად განსაზღვრეს რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე დაბინძურებულ ოთახში ყოფნა.

საჭირო ქსოვილის შერჩევა მშრალი და სველი წესით დასუფთავების უზრუნველყოფისა და სადეზინფენქციო ხსნარის დამზადების წესები და შემადგენლობების განსაზღვრა ქიმიის ფარგლებში, ხოლო, პროექტის ბიუჯეტი, გაწეული ხარჯები და შემოსავლები დაანგარიშდა მათემატიკის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში მოზარდებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება ოზურგეთის ტექნო პარკთან თანამშრომლობით მიიღეს. სხვადასხვა დეტალის დამზადება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა. მოზარდებმა მოიპოვეს მხარდაჭერა და წარმატებით ითანამშრომლეს მარკეტინგულ კომპანიასთან - „BrandHand.ge • ბრენდჰენდი“, რომელიც მათ პროდუქტის ბრენდირებაში დაეხმარა. თავად ლოგო კი მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიმუშავეს. „შრომის გუდა“ საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, დამზადდა 50 ეგზემპლარი, თუმცა მოზარდები წარმოების გაფართოებას გეგმავენ, ამისათვის ამზადებენ ინიციატივას ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოში წარსადგენად.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2023 წლის გაზაფხულზე და საწყის ეტაპზე მისი ღირებულება 1094 ლარს შეადგენდა. სასკოლო ინიციატივა განხორციელდა „ევროკავშირი საქართველოსა“ (European Union in Georgia) და „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტების - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა“ (Young Pedagogues' Union (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია - „საგასთან“ (GCDA) ერთად“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება