სიახლეები
სიახლეები

„მაგისტრატურაზე ვაბარებ, რადგან ჯარში წასვლა არ მინდა“ - რატომ აბარებს აპლიკანტთა ნაწილი სამაგისტრო გამოცდას
28-07-2023
-
+


მაგისტრანტობის მსურველთათვის გამოცდები მეორე დღეა მიმდინარეობს. გამოცდები გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება, ამჯერად, ტესტირება ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ტარდება.

Etaloni.ge გთავაზობთ, პირველი სესიიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებას

„დაახლოებით იგივე ტიპის საკითხები იყო, რაზეც აქამდე მიმუშავია. ტესტები რთული არ იყო და დროც საკმარისი იყო. რამდენიმე ლოგიკური მაგალითი გამიჭირდა, ამ მიმართულებით დიდად არც მოვმზადებულვარ და არც მიკვირს. მათემატიკურ ნაწილშიც იყო 1-2 საკითხი, რამაც უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ საერთო ჯამში, არ იყო რთული ტესტები.

გამოცდაზე გასვლა გადავწყვიტე, რადგან მაგისტრატურის დიპლომი მაინც მნიშვნელოვანია. თან, „კორონამ“ ყველა ჩამოგვაშორა სწავლის პროცესს და სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მომენატრა. ტურიზმზე ვფიქრობ უკვე დიდი ხანია, ზოგადად სხვადასხვა სფეროები მაინტერესებს, თუმცა ჯერჯერობით, ისევ ამ მიმართულებაზე ვარ ჩამოყალიბებული, არა მგონია რაიმე შეიცვალოს. საბოლოოდ, ველოდები აგვისტოს ბოლოს და შედეგებს, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება“ - აღნიშნავს ანა ნოღაიდელი.

„ვფიქრობ, რომ  ტესტის ეს ნაწილი უფრო მარტივი იყო. გუშინ დრო არ მეყო, თუმცა დღეს დროზე ადრეც, კი გამოვედი. მათემატიკა საკმაოდ კარგად ვიცი და აქედან გამომდინარე, არ უნდა მქონდეს ცუდი შედეგი. არ ვფიქრობდი მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას, მაგრამ დღევანდელი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, ამ გზით მიწევს ჯარს თავი ავარიდო“ - აღნიშნავს რატი.

„ორივე გამოცდას ჰქონდა რთული და მარტივი მხარეები, იყო საკითხები, რაც მარტივად დავწერე, ასევე იყო საკითხები, რასაც შედარებით მეტი დრო დავუთმე, ძირითადად მათემატიკურ ნაწილში. წელს დავასრულე ბაკალავრი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მაქვს მოფიქრებული კონკრეტულად, რაზე ვაპირებ ჩაბარებას, ჩავთვალე, რომ წელი არ უნდა დამეკარგა. მგონია, რომ მაგისტრის ხარისხი მეტად დაფასებულია საქართველოში. ჩემი მთავარი მიზანი, განათლების ხარისხის ამაღლება და ცოდნის გაღრმავებაა“ - აღნიშნავს მარიამ ჩხარტიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება