სიახლეები
სიახლეები

„KIU-მ მასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალ გარემოსთან შეგუება და სოციალიზაცია, ის  მაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“
28-07-2023
-
+


ერეკლე ბერიძე მენეჯმენტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური N42 საჯარო სკოლა და 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის რეიტინგით ტოპ 150 სტუდენტს შორის, ხოლო KIU-ს მენეჯმენტის სკოლაში პირველი ჩაირიცხა. გარდა 100% გრანტის და სრული საცხოვრებელის დაფინანსებისა, ის უკვე მესამე წელია რექტორის სტიპენდიანტია.

ერეკლე საკმაოდ აქტიური სტუდენტია და უკვე არერთ პროეტში შეჯიბრში, მასტერკლასებსა და კონფერენციებში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად გვეუბნება, აღნიშნულ ატივობებში მონაწილეობის მიღება ცოდნის გავრცობასა და ახალი გატაცების პოვნას უკავშირდება.

ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „გახდი აუდიტორი 2023“ იყო, სადაც საქართველოს მასშტაბით ჯამში 35 შერჩეულ სტუდენტს შორის მოხვდა და გარდა აუდიტის სფეროსა, ნახსენები კომპანიის მიერ კარიერულ შემოთავაზებებს გაეცნო. პროექტი საჯარო აუდიტის ინსტიტუტისა და ხუთი საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორულ კომპანიის EY, KPMG, PwC, DELOITTE, BDO-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელთაგან ერთ-ერთში უკვე პრაქტიკის გავლა შეძლო. 

ერეკლეს თქმით, იგი შემდეგი გამოწვევისთვის უკვე მზად არის: 

„ვსწავლობ ფინანსებსა და ბუღალტერიის განხრას და ვიტყოდი, რომ მივიჩნევ ჩემს თავს ფინანსების ენთუზიასტად. ბავშვობიდან მიყვარდა რიცხვებთან მუშაობა და გამომდიოდა კიდეც, ასე რომ სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე ჩემი კარიერის გზადაც. რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესის სფერო ფინანსებს სცდება და ენტერპრენერობისკენაც მიმიწევს გული“.

ერეკლე  სტარტაპი „BOOKi“-ს თანადამფუძნებელია, რომელიც საერთაშორისო საგრანტო კონკურსის „BIG IDEA CHALLENGE 2022-ის” ფავორიტი 2-ჯერ გახდა და 7 ქვეყნიდან წარდგენილ პროექტებს შორის საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა. BOOKi არის მეორადი წიგნების სავაჭრო პლატფორმა, სადაც გამყიდველები შეძლებენ თავიანთი წიგნების სახლიდან გაუსვლელად გაყიდვას, ხოლო მყიდველები კომფორტულად იპოვნიან და შეიძენენ სასურველ წიგნს. ამ იდეის მთავარი არსს, ქუჩაში მდგომი გამყიდველების დახმარება და წიგნების გაზრდილი საშუალო ფასისათვის შედარებით იაფ ალტერნატივას წარმოადგენს.

როგორც სტუდენტი გვეუბნება, BOOKi-მ უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შესძინა, რომელმაც სტარტაპისა და ზოგადად ბიზნესის რეალურ ოპერაციებსა და მიმდინარეობებს შეეხო და მიხვდა რა ხდებოდა რეალურ ცხოვრებაში მუშაობისას ამ სფეროში.

„ახალმა გამოცდილებებმა კი უკეთ გამაცნო ჩემი თავი და დამანახა, როგორც ძლიერი ასევე სუსტი მხარეებიც და ახლა, ვმუშაობ რომ გამოვასწორო.“

მან, ენტრეპრენერობის სფეროზე მეტი ცოდნისა და გამოცდილების დასაგროვებლად GITA & KIU innovation summer school-ში, EIA bootcamp-სა და Medialab-ის იდეადრომზეც მიიღე მონაწილეობა.

დღესდღეობით ერეკლე ჩართულია GITA-სა და Binance-ის ერთობლივ პროექტში, რომელიც ატარებს ონლაინ კურსს - „Blockchain and Business Fundamentals”, სადაც უკვე კრიპტო ბაზარზე გადაინაცვლა ფინანსების სფეროში ცოდნის გაღრმავების მიზნით. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩემი პროფესიის და არჩეული მიმართულების გარდა დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალ გარემოსთან შეგუება და სოციალიზაცია მასწავლა. დამოუკიდებელი ცხოვრების დროს შევძელი დამენახა, ჩემი როგორც ძლიერი ასევე სუსტი მხარეები, უკეთ შემეცნო ჩემი თავი და მემუშავა იმაზე რომ გავმხდარიყავი ჩემი თავის უკეთესი ვერსია. ამ პროცესში კი ყოველთვის მქონდა იმ წამყვანი პროფესიონალების რჩევა-დარიგების იმედი, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურად გვასწავლიან და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ“, - აღნიშნავს ერეკლე ბერიძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება