სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
28-07-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო კონკურსებში. 

მათ შორის აღსანიშნავია, წერილის წერის საერთაშორიო კონკურსი, რომელშიც მეექვსე კლასის მოსწავლე ჯუბა ბახტაძე იყო ჩართული. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნიჭიერი მოსწავლე წელს ამ კონკურსში მეორედ მონაწილეობდა. 2023 წლის საკონკურსო თემა იყო - „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერგმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახადო ყველა გზა უსაფრთხო ბავშვებისთვის. მისწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“. მოსწავლე კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დასაჩუქრდა. სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, აქტიურ და შემოქმედებით მოსწავლეს და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„სკოლის ძალზედ ჭკვიანი მოსწავლე ჯუბა ბახტაძე პირველ კონკურსში მესამე ადგილის მფლობელი გახდა, წელს კი მონაწილეობისთვის სერტიფიკატითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ჯუბა წარმატებული მოსწავლეა როგორც აკადემიური კუთხით, ასევე წარმატებულია ხელოვნების სხვადასხვა დარგში: მუსიკასა და ცეკვაში. კარგად უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე, საკმოდ კარგად ცეკვავს ქართულ, ხალხურ ცეკვებს. არის ჭადრაკის საუკეთესო მოთამაშე. დაკავებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით და აქტიურადაა ჩართული მასში. სკოლის სახელით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ჯუბა ბახტაძეს და გვსურს ჯუბა იყოს მოდელი და მაგალითი მონდომებისა, შრომისა და მიღწეული შედეგებისა! წარმატებებს გისურვებთ ჯუბა !“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:   


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება