TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლისგან მიღებული კომპლიმენტი დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს“- გულიკო ფირცხალავა, დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი
28-07-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა წარმატებული ხელმძღვანელია, სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე უწყვეტად ზრუნავს და გამოწვევებსა და სიახლეებს არ უშინდება. მოსწავლისგან მიღებული კომპლიმენტი განსაკუთრებით ახარებს და მოტივაციას აძლევს ემსახუროს საკუთარ საქმეს ღირსეულად. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა პასუხობს. 

- ეს სასწავლო წელი იყო...
- საინტერესო და გამოწვევებით სავსე, რაც გამოისახებოდა ჩვენი სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეების აქტიური ჩართვით სხვადასხვა კონკურსებში, პროექტებში, შიდასასკოლო ღონისძიებებში თუ არაფორმალური განათლების პროექტებში.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
-  მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებასა და სასკოლო საზოგადოების საქმიანობაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ამ გადასახედიდან ბოლო ზარზე დავიწერდი „უფალო მადლობელი ვარ ჩემი განვლილი გზისა და ყოველი გათენებული დილისთვის“. დავიხატავდი გულს, რომელსაც ყველაფრის სიყვარულის დატევა შეუძლია.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ჩვეულებრივად ახლანდელი აბიტურიენტებივით გამოცდების წინ ვღელავდი. მაგრამ მქონდა ერთი დიდი მიზანი დავუფლებოდი მათემატიკის რთულ და საინტერესო მეცადინეობას, სწორედ ამიტომ გავხდი ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- თქვენ გელოდებათ ზღაპრული სამყარო, რომლის გმირებიც თქვენ იქნებოდით, შეიყვარეთ ეს სამყარო და გამოიყენეთ, უფრო დიდი სამყაროს სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლო ჰქვია.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ეს მომენტი ძალიან ბევრჯერ მქონდა, რომელიც დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს. ერთ-ერთი იყო ასეთი: „გულიკო მასწავლებელი თქვენ საუკეთესო მასწავლებელი, სამართლიანი ადამიანი და სოფლის კოლორიტი ხართ.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება