სიახლეები
სკოლები

„სკოლა ძალიან მოთხოვნადია, ჩემი დირექტორობის პერიოდში გვაქვს მოსწავლეთა თითქმის 100%-მდე ზრდა“- ფაქიზო ფანჩულიძე, წყალტუბოს N1 სკოლის ხელმძღვანელი 
29-07-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას საკუთარ საქმეზე შეყვარებული დირექტორი ჰყავს. წარმატებული სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა უწყვეტ წინსვლაზეა ორიენტირებული და აღნიშნავს, რომ ბედნიერება მუდმივ განვითარებაშია. სიახლეებსა და გამოწვევებს არ უშინდება, რაც სკოლის წარმატებებზე აისახება. „გჯეროდეთ, ჩვენ მალე ჩვენი სკოლის წარმატებებით ევერესტსაც დავიპყრობთ“,- ასე მიმართავს ის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. სკოლის წარმატება კი აძლევს მოტივაციას კეთილშობილურ საქმეს ემსახუროს ღირსეულად და ქვეყანას განათლებული, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა აღუზარდოს

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ძალიან წარმატებული, სკოლას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში აქტიური ჩართულობით მიენიჭა პატრიოტი სკოლის ტიტული, გრანდიოზული მასწავლებელთა კონფერენცია (სკოლის 141 წლის იუბილე), სკოლის მოსწავლეთა მიღწევებით როგორც სწავლაში, ასევე სპორტში. (კერძოდ, ძალოსნობის მიმართულებით - გვყავს 2 ევროპის ჩემპიონი), მოსწავლეთა შემოქმედებითი არეალის ზრდით. ვფიქრობთ, გვექნება წარმატებული შედეგები ეროვნულ გამოცდებზე (გვყავდა 5
მედალოსანი).

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- უღრმესი მადლობა ათასამდე მშობელს ერთგულებისთვის, ჩვენი საქმიანობის დანახვისთვის, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის, ნდობისთვის... გჯეროდეთ, ჩვენ მალე ჩვენი სკოლის წარმატებებით ევერესტსაც დავიპყრობთ.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ბედნიერება - მუდმივ განვითარებაშია!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- არ დამავიწყდება ის დიდი სიხარული, რომელიც აბიტურიენტობის დროს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ზეპირ გამოცდაზე უმაღლესი შეფასებით მომენიჭა.

მახსოვს, მივედი მამასთან და ვუთხარი: „- მე, გოლი გავიტანე“. როგორც შემდეგ გაირკვა, უნივერსიტეტში ბოლო რამოდენიმე წელი ზეპირ გამოცდაზე ფრიადი არ იყო დაფიქსირებული, იმთავითვე მივხვდი, რომ უკვე სტუდენტი ვიყავი და ჩემს წინ შესაძლებლობების ფართო სპექტრი
იშლებოდა.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- თქვენ შემოაბიჯებთ მდიდარი ტრადიციების მქონე თითქმის საუკუნე ნახევრის სკოლაში, სადაც სწავლობდა დიდი მწერალი ოტია იოსელიანი, ამიტომაც იყო პირველსკოლელი, ეს რჩეულთა ხვედრია, დიდი პატივია, ეს არის ალაგი, სადაც სიყვარული მზეობს, სადაც იმედები მართლდება.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- „თქვენ შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს მას...“

- მოტივაციას მაძლევს...

- ის რომ, ჩემი დირექტორობის პერიოდში სკოლაში გვაქვს მოსწავლეთა თითქმის 100%-მდე ზრდა, რომ სკოლა ძალიან მოთხოვნადია, კონკურენტუნარიანი და ვართ საქართველოში პირველი „პატრიოტი სკოლა“, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით ემიგრანტებმა დროებით სწავლა ჩაანაცვლეს ჩვენს სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება