სიახლეები
სკოლები

წალკის N2 სკოლას წელს მედლის 10 კანდიდატი ჰყავს, 9 მოსწავლე კი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია
31-07-2023
-
+


წალკის N2 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.

პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ძალისხმევა არ დაიშურეს, რაც, რასაკვირველია, მოსწავლეთა მიღწევებზე აისახა.

2022-2023 სასწავლო წელს წალკის N2 საჯარო სკოლას ჰყავს 7 ოქროს და 3 ვერცხლის მედლის კანდიდატი. ესენი არიან: მაკა აბულაძე, მერი აბულაძე, საბა შაინიძე, მარიამ ნაკანი, მარგო სტეპანოვა, ელენე შავაძე, ქრისტინე საგინაძე, მაგდა ბოლქვაძე, ოფელია ვოსკანიან, ბესიკ აბულაძე.

სკოლის საბაზო საფეხური კი წარჩინებით დაამთავრეს მოსწავლეებმა -  თიკა გელაძემ, შალვა სუბელიანმა, ნია დეკანაძემ, ნინო საღლიანმა , ქრისტინე შაინიძემ, მარიამ თავართქილაძემ, ქეთი საგინაძემ, თორნიკე უშხვანმა და თორნიკე თავართქილაძემ. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

სკოლა მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს, ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება