სიახლეები
სკოლები

„შეგვიძლია ვიამაყოთ წლევანდელი „შემოდგომით“- ობუჯის თემის N1 სკოლას ოქროს მედლის ოთხი კანდიდატი ჰყავს, ერთმა კი წარჩინებით საბაზო საფეხური დაამთავრა
31-07-2023
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატებით დაგვირგვინდა. 

წელს, სკოლას ოქროს მედლის 4 კანდიდატი ჰყავს. საბაზო საფეხური კი წელს წარჩინებით ერთმა მოსწავლემ დამთავრდა. წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ნათქვამია, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“ და ასეცაა. შრომის შედეგი შემოდგომაზე ჩანს ხოლმე, მაგრამ სკოლების შემოდგომა ზაფხულშია, მაშინ, როცა კურსდამთავრებულები ტოვებენ მშობლიურ სკოლას.

ჩვენი სკოლის კოლექტივს შეუძლია იამაყოს წლევანდელი „შემოდგომით“.

9 კურსდამთავრებულიდან 4 ოქროსმედალოსანია. 8 მათგანი - აბიტურიენტი, რომელთაც უკვე ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და შედეგების მოლოდინში არიან.

6 ცხრაკლასდამთავრებულიდან 1 მიიღებს საჩუქრად ლეპტოპს. წარმატებები ახალგაზრდებო! “,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება