სიახლეები
სიახლეები

„KIU დაუვიწყარ გამოცდილებას და იმ ცოდნას გვთავაზობს, რომელსაც პრაქტიკაში ვიყენებთ“ - მეორე კურსის სტუდენტი, თამარ ფცქიალაძე
31-07-2023
-
+


თამარ ფცქიალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის სრული დაფინანსებაც მოიპოვა. მაღალი აკადემიური მოსწრების გამო კი წელიწადში 2000 ლარიანი სტიპენდია მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის დროს თამარმა, 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის IV სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, პირველი ადგილი მოიპოვა ეკონომიკის თემაზე - აგროკულტურული სუბსიდიები, ბოლოდროინდელი მიგნებები და რეკომენდაციები.  ხოლო 2023 წლის ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსში გუნდთან ერთად ნახევარფინალისტი გახდა.

როგორც თამარი გვეუბნება, KIU-ში  ჩაბარების დღიდან საკმაოდ მრავალფეროვანი და სიახლეებით დატვირთული გახდა მისი ცხოვრება. სალექციო საათები და პრაქტიკული სამუშაოები შესაძლებლობას უქმნის, მაქსიმალური ცოდნა მიიღოს სასურველ სფეროში, არაფორმალური საუნივერსიტეტო აქტივობები: კონფერენციები და პოდკასტის ჩემპიონატი სტუდენტურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.

მისი თქმით, მაქსიმალურად ცდილობს სწავლასთან ერთად მონაწილისა თუ მაყურებლის სტატუსით ჩაერთო ამ აქტივობებში, რადგან სწავლის არც თუ ისე მარტივ პროცესს, სწორედ მსგავსი პროექტები უმარტივებს.

„ვციდლობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო სტუდენტური ცხოვრებისგან და საზაფხულო სკოლის პერიოდში თუ მეგობრებთან ერთად სტუდენტურ საცხოვრებლში ყოფნისას, ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება და გამოცდილება შევქმნა.

KIU-სა და GITA-ს ერთობლივი პროექტი-ინოვაციების საზაფხულო სკოლა უნივერსიტეტისგან შემოთავაზებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუდენტური აქტივობაა ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის, რადგან ჩვენ ყველა ინოვაციების, სტარტაპების და ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ. ამ სკოლის ფარგლებში ჩვენი შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოვლენისა თუ განვითარების შესაძლებლობა გვეძლევა სტუდენტებს, ვინაიდან პრაქტიკული სამუშაოები ხელს გვიწყობს თეორიული მასალა დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ. ეს სკოლა სტუდენტებს განსაკუთრებით გვეხმარება სტარტაპების სფეროს სიღრმისეულად გაცნობასა და კონკრეტული მიმართულების, სამომავლო კოცენტრაციის არჩევაში.

ინოვაციების სკოლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება, ცოდნის გაზიარება, ახალი უნარების შეძენა და სტარტაპების ფორმირებით სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.  ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, პრობლემის მოძიებისა და იდეის ჩამოყალიბების პროცესი, რადგან ეს ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია სტარტაპის შექმნისთვის.

მოწვეული მენტორების ყოველდღიური ფორმალური და არაფორმალური აქტივობები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მუშაობის პროცესს და სკოლას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს მონაწილეებისათვის. აღსანიშანავია ისიც, რომ წინა საზაფხულო სკოლების მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ გაგვიადვილონ მუშაობის პროცესი და შედეგამდე მისვლის ეფექტური გზები გაგვიზიარონ.

საბოლოოდ ყველა სტუდენტს ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დიდი შესაძლებლობა და გუნდთან მუშაობით შეიძინონ ახალი ცოდნა, გაიცნონ წარმატებული სტარტაპერები და აღმოაჩინონ ახალი უნარები საკუთარ თავში", - აღნიშნავს თამარ ფცქიალაძე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

თითო ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დაფინანსება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება