მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განათლების სისტემაში არსებული ბოლო პერიოდის სიახლეები გააცნო.
განათლების მინისტრმა ისაუბრა ტექნოლოგიური და ელექტრონული სერვისებით სისტემის აღჭურვაზე, მცირეკონტინგენტიანი სკოლების დაფინანსებაზე, რეგიონების სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და სხვ.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ამ თვეების განმავლობაში, ის 13 ათასზე მეტ პედაგოგს შეხვდა და ზოგადი განათლების სფეროში არსებულ საჭიროებებზე, უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია.
პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლებას სისტემის პოლიტიკისგან გათავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია. ამასთან, პედაგოგთა მოქმედი სქემიდან უკვე ამოღებულია ე.წ. „მუქარა“, რომ თუ პედაგოგი სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას დატოვებს. შესაბამისად, მომავალში იარსებებს არა გამოცდა, არამედ პედაგოგის მიერ კვალიფიკაციის დადასტურება და სიტყვა ბარიერი საერთოდ გაუქმდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.