დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი, ფოტოების გავრცელების მუქარით, გააუპატიურა
01-08-2023
დაკოპირებულია
-
+
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა კაცი, რომელმაც არასრულწლოვანს, ფოტოების გავრცელების მუქარით, სექსუალური კავშირი აიძულა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა:
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა ა/მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა“,- ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი