სიახლეები
სკოლები

„ის მუდამ ახლის ძიებაშია და სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს“- სამღერეთის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანული გობაძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
01-08-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლის პროფესიონალთა გუნდს წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სტატუსი პედაგოგმა ნანული გობაძემ აიმაღლა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ნანული გობაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„შრომას და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი, სამღერეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი გუნდის წევრს - ნანული გობაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

ქალბატონი ნანული 34 წელია პედაგოგია, უამრავი პატარა დაფრთიანდა მის ხელში და სწორი ცხოვრების გზას დაადგა. იგი ერთ-ერთი გამორჩეული, პასუხისმგებლობიანი, პატივსაცემი ქალბატონია გუნდისთვის, მოსწავლეებისა და მათ მშობლებისთვის. ადამიანი, რომელიც ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად, მუდმივად ახლის ძიებაშია და სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს.

ქალბატონ ნანულის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას, გვჯეროდა, რომ ყველა გამოწვევა მისგან გადალახული და დაძლეული იქნებოდა წარმატების ამ გზაზე. მადლობა, სკოლის თითოეულ თანამშრომელს ვინც ამ გზაზე მხარს უჭერდა, თანამშრომლობდა და ამხნევებდა ქალბატონ ნანულის. ენდე სამღერეთის საჯარო სკოლის გუნდს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება