მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებისთვის საჩუქრის გაკეთება მიუღებელია. საჩუქარი, შესაძლოა, სკანდალისა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც გახდეს. მართალია, განათლების სფერო ფედერალური მიწის კანონმდებლობით რეგულირდება და თითოეულ მიწას საკუთარი წესების დაწესება შეუძლია, მაგრამ საჩუქრის აღება ყველგან რეგულირდება.
მაგალითად, ქვეყნის დედაქალაქში მართალია, პედაგოგისთვის 50 ევროზე ძვირადღირებული სუვენირის ჩუქება აკრძალული არ არის, მაგრამ თუ საჩუქრის ფასი დაწესებულ ზღვარს აჭარბებს, სკოლის დირექციას უნდა ეცნობოს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები ფასეულ საჩუქარზე უარს ამბობენ. გარდა საერთო წესებისა სკოლის ხელმძღვანელობას შეუძლია საკუთარი შეზღუდვებიც დააწესოს. ზოგიერთ სკოლაში, მაგალითად, შესაძლებელია მხოლოდ 25-ევრომდე ღირებულების საჩუქრის გაკეთება. ნებისმიერ შემთხვევაში, მატერიალური მადლიერება უნდა იყოს ზომიერი, რომ უხერხულობა არ შეუქმნას საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას. იხილეთ - რას ჩუქნიან მასწავლებლებს გერმანიაში და რისი მიღებაა აკრძალული
გერმანულ სკოლებში სპორტის გაკვეთილები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა საგნები, სპორტული ცხოვრების წესი კი წახალისებულია. შესაბამისად სპორტის გაკვეთილებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, მეცადინეობების გაცდენა ან ნაკლებ პრიორიტეტულად ჩათვლა მიუღებელია. ჩვეულებრივ მეცადინეობა კვირაში რამდენჯერმე ტარდება, მესამე კლასიდან კი ახალი საგანი - ცურვა - ემატება.
ქვეყნის ყველა მიწაზე სკოლის საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენა კატეგორიულად აკრძალულია. უფრო მეტიც, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უტოლდება. თუ ბავშვი სასწავლო პროცესს გაუფრთხილებლად აცდენს, სკოლა ჩვეულებრივ მშობლებს უკავშირდება და გაცდენის მიზეზს არკვევს. გერმანიაში არაფერია განსაკუთრებული, იმაში თუ საპატრულო პოლიცია სახლთან მივა და ბავშვს სკოლაში წაიყვანს. ქვეყანაში განსაკუთრებით ყურადღებით უდგებიან შემთხვევებს, როდესაც ბავშვები არდადეგებს, თვითნებურად, დათქმულზე ადრე იწყებენ ან ერთი ან ორი დღით იხანგრძლივებენ.
ამასთან, თუ მშობლები შვილს არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის უფლებას აძლევენ ჯარიმდებიან. სკოლის არასაპატიო გაცდენისთვის ფულადი ჯარიმა სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე განსხვავებულია - 35-დან 2 500 ევრომდე აღწევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ