სიახლეები
სიახლეები

ბაღის აღმზრდელმა ქართულის გამოცდა წარმატებით ჩააბარა - აბიტურიენტი მეგი თათეშვილი მაგისტრანტობის და სტუდენტობის მსურველ შვილებსაც გულშემატკივრობს
01-08-2023
-
+


7 შვილს დედა და 2 შვილიშვილის ბებია - 45 წლის მეგი თათეშვილი, რომლის მიზანიც განვითარება და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაა, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. 

აბიტურიენტის ამპლუაში ყოფნა მარტივი არ ყოფილა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო და ქართულში რეპეტიტორთან მხოლოდ 2 თვე მოემზადა. ის საგამოცდო მასალას 17-18 წლის აბიტურიენტენთან ერთად ამუშავებდა. იხსენებს, რომ თავს პატარა ბავშვად გრძნობდა, ნერვიულობდა, ღელავდა, თუმცა იცოდა, რომ მეტი შეეძლო და მიზნის მისაღწევად თავი არ დაუზოგავს. მისმა შრომამ გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 30 ქულა დააგროვა. 

„უფრო მაღალ ქულას ველოდი, რადგან კარგად მეწერა, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლება, შავი ფურცლიდან გადატანის დროს, სისწრაფეში, გრამატიკული შეცდომები დავუშვი. რეპეტიტორმაც თქვა, რომ წელს ქულები ძალიან რთულად დაიწერა. ჩემი შედეგი იმის ფონზე, რომ 2 თვე ვემზადებოდი, მგონი, ცუდი არ არის“, - ამბობს მეგი თათეშვილი.

სამომავლო გეგმებზე, ჯერჯერობით, გადაჭრით საუბარი არ სურს, რადგან სხვა საგნების ქულებსაც ელოდება. მეგი თათეშვილმა საუბრისას განვითარების სურვილს ხაზი არაერთხელ გაუსვა. 

„რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მეტი შემიძლია - ადამიანი უნდა განვითარდეს და უფრო წინ წავიდეს. როდესაც აღმზრდელის თანაშემწე ხარ და დიპლომი არ გაქვს, ვერ განვითარდები. მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ იმ დონეს მივაღწიო, რაც მე მინდა. მინდა, ამ ცხოვრებისგან ის მივიღო, რაც მეკუთნის.

„გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა“ -  45 წლის მეგი აბიტურიენტია და პირველი გამოცდა უკვე დაწერა 

7 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს. გამოცდების პერიოდში, პატარა ბავშვივით ვიყავი, თავს 17-18 წლის აბიტურიენტად ვგრძნობდი. დღესაც ძალიან ვნერვიულობდი, ქულებს ჩემი შვილის მეგობარ აბიტურიენტენთან ერთად ველოდებოდი“,- აღნიშნა 45 წლის აბიტურიენტმა. 

საინტერესო ფაქტია ის, რომ ოჯახში სამი აპლიკანტი იყო. გარდა მეგი თათეშვილისა, გამოცდებზე თავისი შვილებიც - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 18 წლის გიორგი კვახაჯელიძე, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე - 25 წლის ნანი კვახაჯელიძე გავიდნენ. ახლა მეგი თათეშვილი, ერთდროულად, აბიტურიენტიცაა და აბიტურიენტისა და მაგისტრანტობის კანდიდატის მშობელიც, ამიტომაც სამმაგად ღელავს. 

ისეთ სამყაროში, სადაც სტერეოტიპებით აზროვნებენ და ბევრ ადამიანს განვითარების საშუალება არ აქვს, ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გადაწყვეტილება, ალბათ, მარტივი მისაღები სულაც არ ყოფილა. თავად მეგი თათეშვილმა იმ ქალებისთვის, ვისაც სწავლა სურთ, თუმცა გარკვეული ფაქტორები ხელს უშლით, გზავნილი გააჟღერა, რამაც შესაძლოა მათ მოტივირებას ხელი შეუწყოს.

„სწავლა, განათლების მიღება და განვითარება გვიანი არასოდეს არ არის. ადრე შვილები პატარები მყავდა და იმათზე ვიყავი გადართული, ახლა უკვე გაიზარდენ და დავინახე, რომ საზოგადოებაში ჩემი ადგილის დამკვიდრება მეც მჭირდება“,- ამბობს მეგი თათეშვილი. 

რაც შეეხება დანარჩენი საგნების გამოცდებს, აპლიკანტს დადებითი მოლოდინი და იმის იმედი აქვს, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავებას ღირსეულად შეძლებს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

თითო ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დაფინანსება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება