სიახლეები
სიახლეები

ინგლისურისა და ქართულის უმაღლესქულიანი აბიტურიენტები წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობენ 
02-08-2023
-
+


ქართულისა და უცხოური ენის გამოცდების პასუხები უკვე გამოქვეყნდა. აბიტურიენტები უმაღლეს ქულებს ერთმანეთს უზიარებენ და სიხარულს ვერ მალავენ. ბედნიერები არიან, რადგან მათმა შრომამ და მეცადინეობაში გატარებულმა არაერთმა ღამემ შედეგი გამოიღო.

Etaloni.ge უმაღლესი ქულების მფლობელ რამდენიმე აბიტურიენტს დაუკავშირდა, სადაც მათ მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ინგლისურ ენაში უმაღლესი, 70 ქულის ერთ-ერთი მფლობელი 63-ე სკოლის კურსდამთავრებული ნია ლინჩიკია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე აბარებს.

„ვემზადებოდი თბილისის ბაირონის სკოლაში, ვსწავლობდი აკადემიურ ინგლისურს 11 წელი. კონკრეტულად ეროვნულებისთვის არ მოვმზადებულვარ. გამოცდიდან ფაქტობრივად პირველი გამოვედი, დედას გული გავუხეთქე, ასე ადრე რამ გამოგიყვანაო. 70 ქულას არ ველოდებოდი. მაინც მეგონა, რომ რამდენიმე ქულა დამაკლდებოდა მაქსიმუმამდე. ესეში მეპარებოდა ეჭვი. შაბლონური ესეების წერა ყოველთვის მიჭირდა. პედაგოგიც ამაზე ნერვიულობდა ყველაზე მეტად. ანუ ვრცელი თემების წერა მიყვარს ბავშვობიდან, 120-150 სიტყვაში ვერასდროს ვაყალიბებ ბოლომდე სათქმელს.

ტესტს რაც შეეხება, ვფიქრობ, მხოლოდ წერილის საკითხი გამარტივდა, სხვა საკითხები არა. როდესაც პასუხები ვნახე უფრო გამიხარდა, ვიცოდი რომ შემეძლო უმაღლესის აღება, მაგრამ ნერვიულობის ფაქტორიც იყო“, - გვიყვება ნია ლინჩიკი.

ასევე ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა 59-ე სკოლის კურსდამთავრებულმა დაიმსახურა, რომელიც რეპეტიტორთან მხოლოდ 2 წელი ემზადებოდა. თუმცა, მაქსიმალური ქულის დაგროვება მაინც არ გაუჭირდა.

აისეტში ეკონომიკაზე ვაბარებ. ორი წელი ვემზადებოდი რეპეტიტორთან. იმიტირებულ გამოცდაზეც ვიყავი ორჯერ გასული და უმაღლესი ქულები ავიღე, მაგრამ ასეთმა შედეგმა მაინც ძალიან გამახარა. ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით სირთულე დიდად არ შეცვლილა. მოსასმენი დავალება შედარებით ძნელი იყო, თან სტრესის ფაქტორიც მოქმედებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარტივად დავწერე. დამკვირვებლებიც გვამხნევებდნენ და მაქსიმალურად გვიწყობდნენ ხელს“, - გვიყვება მარიამ ჩალაძე.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულის დაგროვება ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინი ხუჯაძემ შეძლო. 

„1 წელი ვემზადებოდი რეპეტიტორთან. ქართულში მაღალ ქულას ველოდი, მაგრამ მაქსიმალურს არა, რადგან რთულია მობილიზება არაფერი შეგეშალოს. ვფიქრობ, წინა წლებთან შედარებით ტესტები არც გართულებულია და არც გამარტივებული.  ყველაზე დიდი დრო თხზულებას დავუთმე, რადგან მოცულობითია. ISET-ში ან  ESM-ში ეკონომიკაზე ან ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვაბარებ“ , - ამბობს ნინი ხუჯაძე.

ასევე უმაღლესი, 60 ქულის მფობელი ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დაიანა პაპავა გახდა.

„სამედიცინოზე ვაბარებ. წელს ვემზადებოდი რეპეტიტორთან, მაგრამ ქართულში მაინც ყოველთვის კარგი ვიყავი, წერა მიყვარდა ყოველთვის. ვფიქრობ, მშობლიური ენა რთული არავისთვის უნდა იყოს. მაღალ ქულას ველოდი, მაგრამ მაქსიმალური მაინც სხვა შეგრძნებაა. ყველაზე დიდი დრო ესეს დავუთმე. გამოცდის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე გამოვედი. ტესტის დადების შემდეგ გადავამოწმე ყველაფერი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი და ვნერვიულობდი რამე შეცდომა ხომ არ დავუშვი-მეთქი. წინა წლების ტესტებთან თუ შევადარებთ ვერ ვიტყვი, რომ დიდად შეცვლილი იყო რამე, უბრალოდ როცა აბარებ იმ დროს უფრო გართულებული გეჩვენება. ერთი დონის ტესტები იყო. ვფიქრობ, ვინც მეცადინეობს ყველას შეუძლია ჩაბარება, შეუძლებელი არაფერია, რაც უნდა იყოს მშობლიური ენაა. თუმცა, ვინც ვერ ჩააბარა გული არ უნდა გაიტეხოს. დრო საკმარისია ვფიქრობ, ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. აბიტურიენტობის განმავლობაში ამას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გამოცდის წერისას, ემოციების ფონზე სხვანაირად გადის დრო“, - გვეუბნება დაიანა პაპავა

მარიამ ჭყონია იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა, რომლებმაც ორივე საგანში, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში უმაღლესი ქულები აიღო. 

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში ვაბარებ. 60 ქულა ავიღე ქართულში, 69 ინგლისურში. თავიდანვე ველოდი უმაღლეს ქულებს. ინგლისურშიც 70-ს ველოდებოდი, მაგრამ ერთი მექანიკური შეცდომა დავუშვი გადატანაში, წინდებულის ჩასმაში. დრო სავსებით მეყო ყველაფერში. გამოცდები არ იყო ჩემთვის სტრესული, რადგან ბევრ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი და მიჩვეული ვარ კონკურსებს.

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა დავასრულე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ჩემს პედაგოგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით  ჩემს წარმატებაში. განსაკუთრებით უდიდესი მადლობა ჩემი ქართულის მასწავლებელს, რომელმაც უდიდესი შრომა ჩადო, რომ ეს შედეგი დამედო“, - ამბობს მარიამ ჭყონია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება