სიახლეები
სიახლეები

ზუგდიდის „ეტალონმა მოსწავლემ“ ეროვნულების ორ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღო - გაიცანით ლუკა კეზუა
02-08-2023
-
+


აბიტურიენტმა ლუკა კეზუამ, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ გახლავთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ინგლისურში უმაღლესი ქულები მოიპოვა. 

მას ქართულში 60, ხოლო ინგლისურში 69 ქულა აქვს. ლუკა კეზუამ სამომავლო გეგმებისა და მოლოდინების შესახებ etaloni.ge-სთან ისაუბრა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის, თავის დროზე, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება. 

„ჩემთვის „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო. ამასათან ერთად, ამ კონკურსისგან ძალიან ბევრი რამ მივიღე, რადგან ის არა კონკრეტულ, არამედ ზოგად ცოდნას ამოწმებს. შესაბამისად, როდესაც ამ ინტელექტ-ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სკოლის მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ ამ კონკურსში აქტიურად ჩაერთონ“,- ამბობს ლუკა კეზუა.

აბიტურიენტმა ზუგდიდის N7 საჯარო სკოლა დაამთავრა, სწავლის გაგრძელებას კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის მიმართულებით, აპირებს.

„გამოცდების შემდეგ, საკმაოდ კარგი განწყობა მქონდა და სიმართლე გითხრათ, ამ შედეგს ველოდი. ბოლო 1 წელი ვემზადებოდი, რეპეტიტორებთან დავდიოდი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ, უფრო ნაკლები იქნებოდა იმის შანსი, რომ ასეთი ქულები ამეღო. სხვადასხვა წლის ტესტები, ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე, ნანახი მქონდა. ქართულის მაგალითზე რომ ვთქვა, რთული არ იყო, წინა წელთან შედარებით. მეტიც, უკეთესი - უკეთ სამსჯელო და დასაწერი თემები მოვიდა. ახლა მათემატიკისა და ფიზიკის ქულებს ველოდები. დადებითი მოლოდინები მაქვს, ვფიქრობ, კარგი შედეგი მექნება“,- აღნიშნა აბიტურიენტმა ლუკა კეზუამ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება