სიახლეები
სკოლები

„მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ წინსვლაში“- ქვემო მახოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა, გიული გაბიტაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
02-08-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

მათ შორისაა, გიული გაბიტაძე, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

მასწავლებლის თქმით, ახარებს რომ მისი შრომა დაფასდა. მხარდამჭერებს კი გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის. 

„ყველაზე ბედნიერი სწორედ მაშინ ვარ, როცა ჩემი შრომა ფასდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, კოლეგებო, მშობლებო, ჩემო ლამაზო მოსწავლეებო და უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ წინსვლაში. მადლობა, ჩემი სკოლის დირექტორს ქიშვარდი გორგოშაძეს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

სკოლაში მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება