სიახლეები
სიახლეები

მინიმალური ქულები, რომლითაც გამოცდა ჩაბარებულად გეთვლებათ - დეტალები აბიტურიენტებისთვის
02-08-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართულის, ოსურისა და უცხოური ენის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. რამდენად კმაყოფილები არიან აპლიკანტები საკუთარი ქულებით, მალე გამოჩნდება და ისიც ყველამ იცის, რამდენია მაქსიმალური შეფასება საგნების მიხედვით, თუმცა არის კიდევ ერთი აქტუალური კითხვა - რა ქულაა საჭირო ბარიერის გადასალახად? etaloni.ge გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას.

იმისთვის, რომ აბიტურიენტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო ბარიერი გადალახულად ჩაეთვალოს, უნდა მიიღოს მაქსიმალური - 60 ქულის 25%-ზე მეტი - 15 ქულაზე მეტი;

უცხოური ენის გამოცდის მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო მინიმალური 20%-ზე მეტი ანუ 14 ქულაზე მეტი.

მათემატიკის გამოცდას რაც შეეხება, მაქსიმალური 51 ქულიდან აპლიკანტმა 20%-ზე მეტი უნდა აიღოს ანუ 10.2 ქულაზე მეტი, ისტორიის გამოცდაზე კი გამოსაცდელებს ბარიერი გადალახულად რომ ჩაეთვალოთ, 15 ქულაზე მეტი უნდა აიღონ, რადგან ისტორიის საგნის გამოცდის მაქსიმალური შეფასება 60-ია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება