მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, სადაც გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატრიალურ–ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებასა და აღმზრდელთა პერმანენტულ პროფესიულ გადამზადებას მოითხოვს;
რაც შეეხება პროგრამას ის ითვალისწინებს: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლებას, აღმზრდელ–პედაგოგთა გადამზადებას, სააღმზრდელო–საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას, კვების ორგანიზებასა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან, მეთოდური მიმართულების გაუმჯობესების მიზნით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურისა და სათამაშოების შესყიდვას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შევსება–განახლების მიზნით ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, სამზარეულოს ჭურჭლის, სხვადასხვა ქსოვილის ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვას, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების კონტროლის მიზნით საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა