მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ მიაღწიოს აღმზრდელ პედაგოგმა კურიკულუმით გათავლისწინებულ მიზნებს - მეთოდურ სახელმძღვანელოში დასახელებულია 5 საშუალება, რომლებიც აღმზრდელ-პედაგოგებმა ბავშვებთან ურთიერთობაში უნდა გამოიყენონ.
პირველი - ეს არის თამაში, რომელიც ბავშვების მიერ არის ინიცირებული, მათთვის საინტერესო, სახალისო და სწავლისა და განვითარების მთავარი ძალაა. ასევე თამაში, რომელიც აღმზრდელის მიერ არის მოფიქრებული და შეთავაზებული, რომელიც ეფუძნება ბავშვების ინტერესებს და მათი განვითარების შესაბამისი და ხელშემწყობია.
ასევეა გამოწვევები (პროვოკაციები), რომელიც აღმზრდელის მიერ თემის ირგვლივ არის შექმნილი, ბავშვებში იდეების, ფანტაზიის და ინიციატივის პროვოცირების მიზნით. ეს ერთ-ერთი სტრატეგიაა, რაც რესურსების შეტანის გზით, მათი საგანგებოდ ორგანიზებითა და ვერბალური კომენტარებით ბავშვებისთვის ბიძგის მიცემას გულისხმობს.
სტრატეგიები, აღმზრდელის გამიზნული ქმედებები, რომლებიც ბავშვების ეფექტურ სწავლასა და განვითარებას ემსახურება. სტრატეგიები გამოიყენება ნებისმიერ კონტექსტში, ბავშვების მიერ ინიცირებული ან აღმზრდელის მიერ დაგეგმილი თამაშებისას, რუტინული საქმიანობების დროს, საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით. მაგალითად, ბავშვებთან საუბარი მათი თამაშის და საქმიანობის შესახებ,უკუკავშირის მიცემა, კითხვების დასმა, ყურადღებით მოსმენა, არჩევანის შესაძლებლობის მიცემა.
ფიზიკური გარემო, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების, მასალების ორგანიზება და პერიოდული განახლება, რაც უზრუნველყოფს როგორც აღმზრდელის, ისე ბავშვების მიერ ინიცირებული თამაშების ეფექტურ განხორციელებას.
დაკვირვება - ბავშვებსა და საგანმანათლებლო პროცესზე, ბავშვების ინტერესების აღმოსაჩენად, მათი სწავლისა და განვითარების პროგრესის სანახავად, საგანმანათლებლო პროცესის შეფასების, ეფექტურად დაგეგმვის და ბავშვების საჭიროებებზე მორგებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა