სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ვუსალა ალაგეზოვას ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგი აქვს - დირექცია და პედაგოგები მას წარმატებას ულოცავენ
07-08-2023
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სხვადასხვა საგანში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. 

„ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებამ ჩაიარა. სკოლაში მიღებული ცოდნა ეროვნული გამოცდების შედეგებით იზომება. სკოლა წარმატებულია, როცა მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს. მოსწავლეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. სკოლაში მიღებული განათლება კი თითოეულ მათგანს აძლევს საშუალებას რომ საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს“,- აღნიშნავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში, რომლის კურსდამთავრებულმა ვუსალა ალაგეზოვამ გამოცდებზე კარგი შედეგი აჩვენა. 

„მიუხედავად იმისა რომ მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, სამივე გამოცდა ქართულად ჩააბარა. მისი ჩაბარება იქნება სტიმული სხვა ბავშვებისთვის, რათა მათაც  გაეზარდოთ სწავლის მოტივაცია და მიიღონ განათლება“,- დასძენენ სკოლაში და აბიტურიენტს სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას ულოცავენ. 

„სავანეთის საჯარო სკოლა ულოცავს ვუსალა ალაგეზოვას ამ დიდ წარმატებას, წინსვლას უსურვებს.  შრომა ნამდვილად ფასდება, მთავარია მონდომება,  შრომისმოყვარეობა და დაბრკოლებაც შემცირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება