სიახლეები
სკოლები

„ზაურმა ჩვენი ნდობა მაქსიმალურად გაამართლა“- ​ყარაჯალას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ზაურ სადიგოვს ეროვნულ გამოცდაზე, უცხოურ ენაში უმაღლესი ქულა აქვს
07-08-2023
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სხვადასხვა საგანში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს. 

სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ, მათი მიღწეული შედეგებით კი ამაყობენ. 

წელს სკოლა გამოცდებზე ზაურ სადიგოვმა ასახელა. მან უცხოური ენაში უმაღლესი ქულა 70-დან 70 მოიპოვა. (ქართული ენა და ლიტერატურა - 46; ზოგადი უნარები - 57; უცხოური ენა - 70).

აღსანიშნავია, რომ ზაურ სადიგოვი სკოლაშიც შრომისმოყვარეობითა და მონდომებით გამოირჩეოდა. ის ოქროს მედლის კანდიდატია. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ზაურ სადიგოვსა და სხვა კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტში ჩაბარებას უსურვებენ. 

„ყარაჯალას საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

სკოლისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, როდესაც კურსდამთავრებული ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლეს ქულას იღებს. სკოლის ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ ზაურ სადიგოვმა მიღებული შედეგებით ჩვენი ნდობა და იმედი მაქსიმალურად გაამართლა. ვულოცავთ ზაურს ამ დიდ წარმატებას და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება