სიახლეები
სკოლები

დარაქოვის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა, სონა ბაბაიანმა საინტერესო და შემეცნებითი პროექტები განახორციელა
07-08-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტები - „ჩემი პირველი თარგმანი“ და გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“, რომლებიც სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა სონა ბაბაიანმა განახორციელა. 

აღსანიშნავია, რომ სონა ბაბაიანი, ასევე, დარაქოვის საჯარო სკოლაში ორენოვან დამხმარე მასწავლებლად მუშაობს. 

პროექტის - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“ ფარგლებში დარაქოვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები (სონა ბაბაიანი - პროექტის ხელმძღვანელი, ანიდა მურადიანი-ქართული ენის მასწავლებელი, ალვინა ტოროსიანი- კლასის დამრიგებელი, ნანა სოგომონიანი- ისტორიის მასწავლებელი) და სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი ბერთის მამათა მონასტერს ესტუმრნენ. სასწავლო ტური მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

პროექტში - „ჩემი პირველი თარგმანი“ კი ჩართულნი იყვნენ ​მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა ქართულიდან სომხურად გადათარგმნეს პატრა მოთხრობები და შეიქმნეს წიგნი.

სონა ბაბაიანი მადლობას უხდის ყველას, ვინც პროექტების განხორციელებაში დაეხმარა.

„მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებს, დირექტორსა და მასწავლებლებს აქტიურობისა და პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება