სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლა, დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს
07-08-2023
-
+


დღეს, ქვეყანაში გლოვის დღეა. საქართველო შოვის ტრაგედიის მსხვერპლთ გლოვობს. 3 აგვისტოს რაჭაში ჩამოწოლილმა მეწყერმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა, დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს. 

„სიცოცხლის ნავარდობის“ ნაცვლად
სიკვდილი დათარეშობს დღეს ჩვენს მიწაზე და უმანკოთა სულებს გვტაცებს!

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“,- ვკითულობთ დირექტორის სამძიმის წერილში, რომელსაც ლექსი ახლავს თან. 

მთვარისა ახვლედიანმა ტკივილი და ღრმა მწუხარება ლექსით გამოხატა. 

რა გულსაკლავად რეკავს დუმილი!...
რა შესაზარი უხმო ზარია!...
თქვენ დაიფარეთ მათი სულები,
უფალო ღმერთო, წმინდა მარიამ!...
ამ ტალახიან წუთისოფლიდან
თქვენთან, ზეცაში, მოუხარიათ,
ანგელოზებო, ფრთა შეუსწორეთ,
გულში ჩაიკარ, დედა მარიამ!...
უმანკო სულთა ასეთი მსხვერლი?!...
მართლა ცხადია თუ სიზმარია?!...
ჩვენც ამოგვზიდეთ ცოდვის ლიადან,
უფალო ღმერთო, წმინდა მარიამ!...
უხმო გოდებად გულში გვეღვრება
სავედრებელი ,,ავე მარია",
გვაკმარე, ღმერთო, დღენი გლოვისა,
შენ დაგვიფარე, მზეო მარიამ!..

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება