მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. როგორც ფსიქოლოგი დენიელ გოულმენი ამტკიცებს, ემოციური ინტელექტი შემეცნებით უნარს დამატებით ღირებულებას სძენს. დიდ ლიდერებს საშუალო დონის ლიდერებისგან სწორედ ემოციური ინტელექტი განასხვავებს.
საინტრესოა, თუ რა არის ემოციური ინტელექტის შემადგენელი ხუთი ძირითადი კომპეტენციაა, რომელზეც ამერიკელი პროფესორი ენდი ჰარგრივსი თავის სტატიაში საუბრობს.
ესენი გახლავთ:
• იცოდე და შეგეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა;
• სხვისი ემოციების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა;
• ემოციების გაკონტროლება და რეგულირება;
• საკუთარი თავისა და სხვების მოტივირების უნარი;
• სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა, რომელთა მეშვეობითაც პირველი ოთხი კომპეტენციის ქმედებაში მოყვანა შეიძლება.
ჰარგრივსი სტატიაში, გოულმენის თეორიაზე დაყრდნობით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ემოციური ინტელექტი, ყველა ასპექტით, მუშაკებსა და მენეჯერებს კოლეგებთან ურთიერთობების სტიმულირებასა და გაუმჯობესებაში, წინააღმდეგობების, სირთულეებისა და იმედგაცრუების დაძლევაში, ეფექტური გუნდების ჩამოყალიბებაში, პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში, სწავლის განსხვავებული სტილისა და განსხვავებული კულტურული წარსულის დაფასებასა და კონფლიქტების გადაჭრაში ეხმარება. ემოციური ინტელექტი ისევე მნიშვნელოვანია გაკვეთილსა თუ სამასწავლებლოში, როგორც რომელიმე ორგანიზაციაში.
პროფესორის თქმით, ემოციური კომპეტენციები ჩვენს ორგანიზაციებსა და ურთიერთობებს აუმჯობესებს. ცოდნის საზოგადოებაში არა მხოლოდ კონტექსტი და კლიმატი, ურთიერთობებიც სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილია. ემოციური ინტელექტი პროფესიული განვითარებისა და მასწავლებლების გუნდური მუშაობის ემოციურ საფუძვლებს ქმნის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა