სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლის - ბარბარე კაპანაძის წარმატება საგანმანათლებლო პროექტებში
07-08-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები ზაფხულის დღეებს საინტერესოდ და ნაყოფიერად ატარებენ და შემეცნებასა და განვითარებას არც არდადეგებზე წყვეტენ. 

„ანაბასისელი“ მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართული არიან Global Education Network -ის მიერ შეთავაზებულ პროექტში - „საერთაშორისო კულტურული პასპორტი“.

მერვე კლასის მოსწავლე ბარბარე კაპანაძემ პროექტში ინგლისურ ენაზე წარადგინა თემა - „საქართველოს საინტერესო ტურისტული ადგილები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი პრეზენტაცია იყო საინტერესო, საუბრობდა მკაფიოდ გამართული ინგლისურით, ლოგიკურად, თანმიმდევრული ფორმით. პრეზენტაციაში გამოყენებული ვიზუალური მასალის ხარისხი იყო მაღალი და რელევანტური, ფოკუსირებას ახდენდა საკვანძო საკითხზე.  

„პროექტი ემსახურება არა მხოლოდ კულტურათაშორისო ინფორმაციის გაცვლას, ასევე სხვადასხვა საგანთა ინტეგრირებას, პრეზენტაციის უნარების დახვეწას, საქართველოს წარსულისა და აწმყოს გაცნობას საერთაშორისო ასპარეზზე. ბარბარე ჩართულია, ასევე, ორგანიზაციის - „გზა ცოდნისკენ“ - პროექტში „შემოქმედების კონტური“. მან პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ბარბარეს მოტივატორი არის „ანაბასისის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი ნანა ფერაძე, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული „გლობალური განათლების ქსელში“ და მისი არაერთი მოსწავლე ქსელის მიერ შეთავაზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებულია.

„მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ  მასწავლებელს - ქალბატონ ნანას, მის მოსწავლეს ბარბარე კაპანაძეს და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება