სიახლეები
სკოლები

„საოცრად ნაცრისფერი დღეები უდგას საქართველოს“ - ჭალის თემის N2 სკოლა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს
07-08-2023
-
+


დღეს, საქართველოში გლოვის დღეა. შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში. 

სკოლაში დაღუპულთა ოჯახებსა და მთელ საქართველოს უსამძიმრებენ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო. 

„საოცრად ნაცრისფერი დღეები აქვს საქართველოს...უცნაური სიკვდილის ფერი...განა არის ტრაგედია, რომელიც ფერადია??? არა, მაგრამ ყველა ტრაგედიას ხომ თავისი ფერი აქვს...

შოვი...
საოცრად ლამაზი სამოთხე დედამიწაზე, მალევე ჯოჯოხეთი გახდა...

...
იმ ღამეს წვიმდა...
მთვარე ესვენა მთებზე, მზისფერი...
წვიმის წვეთები სტიროდნენ მთვარეს,
წვიმასთან ერთად ვჭირისუფლობდი...
პატარა ბიჭი მორბოდა მთიდან...
პეშვით მოჰქონდა, წყალი იმედის,
ეძახდა დედას ჩუმი ვედრებით,
ეძებდა დედიი, დედი მოვედი...
ფეხი წამოჰკრა ქვაზე, დაეცა...
დედი სადა ხარ? დედი გეძებდი...
დედის მანდილი ქარს შორს წაეღო,
ცისკენ აღეპყრო ლოცვით ხელები...
მთების გმინვისას
ცა განაცრისფრდა და შეეცვალა მანდილს ფერები...
პატარა გოგოც მთებში დარბოდა...
დედი ჩვენ აქ ვართ, შორს რად წახვედი?
წყალი მოგვქონდა შენთვის იმედის,
სადა ხარ დედი, სად ხარ, გეძებდით....
დედა შორს იყო...
შვილებს ეძებდა,
ვერ გაეგონა მათი ბგერები...
იმ ღამეს წვიმდა..
საოცრად წვიმდა...
მთვარე ესვენა...
ვჭირისუფლობდი...
ვჭირისუფლობდი უცნობის შვილებს,
ვთხოვდი სამყაროს შეცვლას ბედისა,
არ შეისმინეს მთებმა ვედრება
ცას შეერია გმინვა დედისა...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 საჯარო სკოლა უსამძიმრებს საქართველოს ამ დიდ დანაკლისს... გაუსაძლისის გაძლება გარდაცვლილთა ოჯახებს... “,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება