მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა სასამართლო მოიგო და გამოცდაზე დაკლებული ქულა მოემატა - ამის შესახებ ინფორმაციას პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი სოციალური ქსელით ავრცელებს და სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი!!! დიახ, მე ეკა ….. ვარ. მარტვილის მუნიციპალიტეტის …..საჯარო სკოლის ისტორიის გამარჯვებული მასწავლებელი.. რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 ქულის დაკლებისთვის მივმართე სასამართლოს და სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი განაჩენი ჩემს სასარგებლოდ.. ( მომჩივარ ეკა …… სარჩელი დაკმაყოფილდეს, მიენიჭოს კუთვნილი ქულა).... მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროვკავშირის პრეზიდენს ქალბატონ #მაიაკობახიძეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა რომ დაუღალავად იბრძვით ჩვენი პედაგოგების უფლებების დასაცავად!.. ასევე უღრმესი მადლობა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს (სპმთპ) ქალბატონ Vivina Dzidziguri რომელიც მუდამ გვერდში მედგა მადლობა ქალბატონო ვივინა, რომ ყოველთვის იყავით ჩემს გვერდით. ასევე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს თავის საქმის პროფესიონალს ბატონ #გიორგიქოსაშვილს და მოსამართლეს სამართლიანი განაჩენისთვის. ყველა ჩვენთაგანის ბრძოლა სამართლიანობისთვის უკეთესი ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარია!... მითუმეტეს თუ ხარ მასწავლებელი!.. აღმზრდელი ახალგაზრდა თაობისა, რომლებმაც უნდა იცხოვრონ ღირსეულ და სამართლიან ქვეყანაში... არასოდეს დაკარგო რწმენა !...„დაიმახსოვრე სამართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი"
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...