TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„ვინც უმაღლესი ქულა აიღეთ, ნუ დებთ ვითომ ტრაგიკულ პოსტებს - აბიტურიენტო თუ ჩაიჭერი, აინშტაინი 3-ჯერ ჩარჩა კლასში, მაგრამ რაია, ვერ დადგა კაცი?“
09-08-2023
-
+


8 აგვისტოდან აბიტურიენტები საკუთარი ქულების გასაჩივრებას შეძლებენ - იწყება სააპელაციო განაცხადების მიღება და ბუნებრივია, ყველა აპლიკანტს აღელვებს საკუთრი შეფასება; მით უმეტეს იმ ფორზე, რომ გამოსაცდელთა ნაწილმა მაქსიმალური ან მაქსიმალურთან მიახლოებული ქულები მიიღო. თუმცა საკითხავია, რეალურად რა ძალა აქვს ეროვნულ გამლოცდაზე მიღებულ შედეგს სტუდენტობის მიღმა და რა განსხვავებაა საშუალო და მაღალქულიან აბიტურიენტებს შორის?

აღნიშნულ საკითხს აბიტურიენტების ჯგუფში ფეისბუქმომხმარებელი ეხმაურება და მის სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა აბიტურიენტს მინდა ვურჩიო: ახლა მეორე კურსზე ვარ, ზუსტად 1 წლის წინ გამოვიარე ძალიან დიდი სტრესი (ახლანდელი გადმოსახედიდან მეცინება); ვფიქრობდი, რომ ყველას, ვინც ჩემში რაღაც ღვაწლი ჩადო, გავუცრუე იმედები, მქონდა ემოციური ფონის აშლილობა, ვიყავი ძალიან გადაღლილი, დეპრესიაში ჩავვარდი, მშურდა ყველასი, ვინც მაღალ ქულას იღებდა (ახლა მრცხვენია, ამას რომ ვწერ)... ჩემი შინაგანი ემოციური მდგომარეობა იმდენად ცუდი იყო, რომ საჭმელს ვერ ვჭამდი (ღმერთო - რა სულელი ვიყავი); დავიკელი 4 კილო (არადა, მომატება მინდოდა) და ამ რთულ პერიოდში მხვდებოდა პოსტები:

„ო, ღმერთო, საშინლად იმედგაცრუებული ვარ, 80 დან 75, ბოდიში: დედა, მამა, ბებო, მეზობელო ნარგიზა“... ასეთი კომენტარის ავტორი, თან მეცოდებოდა, თან მაღიზიანებდა, მსტრესავდა და თან მისი მშურდა (პარადოქსიაა)...

მოეშვით ასეთ პოსტებს, ხალხო -75 რომ აიღეთ, შეირგეთ, მადლობა უთხარით ღმერთს, რეპეტიტორს და საკუთარ თავს და ნუ პოსტავთ ამ ვითომ „ტრაგიკულ“ პოსტებს, ყველა ხვდება, რომ სინამდვილეში მაგარ „გასწორებულში“ ხართ საკუთარი თავით.

ბავშვებო! ჩემო ლამაზებო და სიმპათიურებო, იამაყეთ თქვენი ბარიერგადალახული ქულებით; ყველაფერი გაქვთ წინ! იარეთ სულ წინ, წინ და წინ - მეზობელი ნარგიზას და მეცხრე ხაზის ნათესავების… თქვენ იყავით კარგად! არც ერთმა ლექტორმა არ იცის, რა ქულა აიღეთ, „უნიში“ შლით ახალ რვეულს და ყველაფერს იწყებთ თავიდან! ყველას გეფერებით და გგულშემატკივრობთ. მიყვარხართ ყველა - გავა 1 წელი და მაგრად გაგეცინებათ ამ ეტაპზე; ნუ ისტრესავთ თავს, გამოიძინეთ და დატკბით ცხოვრებით.

#აბიტურიენტოთუჩაიჭერი უმროჩილესად გთხოვ, არ დანებდე, აწიე თავი და შემდეგ წელს გამოდი გამოცდიდან ბედნიერი! არაფერი არ ტეხავს და არაა სირცხვილი - აინშტაინი ზედიზედ 3-ჯერ ჩარჩა კლასში, მარა რავა, რაია, ვერ დადგა კაცი? მიყვარხართ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება