მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ბავშვებში ძილის ნაკლებობა, თითქმის, ეროვნული პრობლემაა. შესაბამისად, ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა ძილი წახალისებულია. განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდა კიდეც, რომ შეემუშავებინათ საკუთარი ღონისძიებები, რომლებიც მოსწავლეებს ძილის ხანგრძლივობის გაზრდაში დაეხმარებოდა.
2019 წელს ჩატარებული კვლევით, 6-დან 17 წლამდე ასაკის ჩინელი ბავშვების დაახლოებით 63%-ის ძილის ხანგრძლივობა რვა საათზე ნაკლები იყო. გამოუძინებლობის ძირითად მიზეზად კი სახელდებოდა გაზრდილი სასწავლო დატვირთვა, გაკვეთილების ადრე დაწყება და ტექნოლოგიური მოწყობილობების ხანგრძლივი გამოყენება. 2021 წელს ჩინეთის განათლების სამინისტრომ მოსწავლეების სასწავლო დატვირთვა შეამცირა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია 9-12 საათიანი ძილი, 13-18 წლის ბავშვებს კი 8-10 საათი უნდა ეძინოთ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ადამიანები, ტრადიციულად, ხანგრძლივ ძილს სიზარმაცესთან აიგივებენ. გარდა ამისა, ბავშვების რეჟიმზე მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს მშობლების განრიგი. თუ, ზრდასრულები გვიანობამდე მუშაობენ, ბავშვები, ხშირად, იძინებენ იმაზე გვიან, ვიდრე საჭიროა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ