სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებელმა პირველკლასელების სკოლაში ინტეგრირებას?
26-08-2023
-
+


პირველკლასელებისთვის სასკოლო გარემო უცხოა, ამიტომაც რიგ შემთხვევაში, სხვებთან დამეგობრება, კონტაქტის დამყარება და ახალ რუტინასთან მორგება უჭირთ. 

მოსწავლებთან ყველაზე დიდ დროს მასწავლებლები ატარებენ, სწორედ მათზეა დამოკიდებული ისინი სასწავლო პროცესს ფეხს რამდენად აუწყობენ. როგორ უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებლებმა პირველკლასელების სკოლაში ინტეგრირებას - ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ერთ-ერთი უცხოელი პედაგოგი გვიზიარებს, რომელსაც მასწავლებლად მუშაობს 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

18 თუ 15 სექტემბერი - სწავლის დაწყების თარიღს სამინისტრო აკონკრეტებს

თამაშები, თამაშები და თამაშები

პირველი კლასის მოსწავლისთვის სასკოლო გარემო უცხოა. ბევრ მათგანს ერთ სივრცეში დიდხანს - რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერების გამოცდილებაც არ აქვს. ზოგადად, ამ ასაკის ბავშვებისთვის თამაში აუცილებელია, ისინი ახალ უნარებს სწორედ თამაშის საშუალებით იყალიბებენ. გარდა ამისა, კლასელებთან ურთიერთობას ამყარებენ, რაც სასკოლო გარემოსთან ინტეგრირებაში, თავისთავად, წინ გადადგმული ნაბიჯია. თამაშები მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში უნდა გამოიყენოს, რათა გაკვეთილები ბევრად უფრო საინტერესოდ წარიმართოს.

მოსწავლეები შენობის გარეთ გაიყვანეთ

პატარებისთვის სკოლის ეზოში სეირნობა, განათლების სუფთა ჰაერზე მიღება შეიძლება ძალიან საინტერესო აქტივობა აღმოჩნდეს. მოსწავლეებს საკლასო ოთახიდან სულ ცოტა ხნით გასვლაც კი მოდუნებასა და სტრესის მოხსნაში ეხმარება. ამიტომაც, როდესაც ამინდი ამის საშუალებას მოგცემთ, პირველკლასელები სკოლის ეზოში ბალახზე გაიყვანეთ. ასე ისინი ერთმანეთს უკეთ დაუახლოვდებიან.

ეცადეთ, გაკვეთილები ინტერაქციული იყოს

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ჩაერთონ. მასწავლებელიც სწორედ ამისთვის შრომობს ხოლმე. ეცადეთ, არ იყოთ მონოტონური, მოსწავლეებს აზრის დაფიქსირების საშუალება და თავისუფლება მიეცით. ამ დროს, თქვენი კლასიდან შესაძლოა ხმაურიც გამოდიოდეს, თუმცა ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოსწავლეთა განვითარებაზე დადებითად აისახება.

მოსწავლეებს შემოქმედებითობის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცით

პირველკლასელებს სთხოვეთ ემოციები და შთაბეჭდილებები ნახატების საშუალებით გადმოსცენ. ეს დამეხმარებათ გაიგოთ, თუ რეალურად რას გრძნობენ პატარა მოსწავლეები. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება