სიახლეები
სკოლები

„სკოლას სასწაულების მომხდენი კურსდამთავრებულები ჰყავს“ - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს
09-08-2023
-
+


Naec-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს, მაღალი ქულებიც მოიპოვეს და დირექციასა და პედაგოგებს სიამაყის მიზეზი მისცეს.

სკოლაში, დირექტორის - მაია ხუნაშვილის ხელმძღვანელობით, კურსდამთავრებულთა მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ და მათ წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას, წელს, სასწაულების მომხდენი კურსდამთავრებულები ჰყავს. დღეს, ჩვენ ისტორიის გამოცდის შედეგებით ვამაყობთ... გაიცანით.... 60 მაქსიმალური ქულიდან ნინო ლობჯანიძემ 58 მოიპოვა, ფრიდონ იაკობიშვილმა - 57 და ლაშა ბოსტოღანაშვილმა 56... “,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის მაია ხუნაშვილის წერილში, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას ისტორიის გამოცდის შედეგები ახარა. 

მათემატიკის გამოცდაზე მიღებული შედეგით სასკოლო თემი ლექსო გომელაურმა გაახარა, რომელსაც მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 42 მოიპოვა.

საამაყოა ნინო ლობჯანიძის შედეგები. კურსდამთავრებულმა ინგლისურ ენაში უმაღლესი 70 ქულა დაიმსახურა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 57 ქულა აიღო. 

„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას კიდევ ჰყავს წარმატებული და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, მომავალი მხატვარი, კურსდამთავრებული ფრიდონ იაკობიშვილი. ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 58, ინგლისურ ენაში კი 67 ქულით, ვამაყობთ ყველა“,- გვეუბნება დირექტორი და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებს. 

„უფლითდალოცვილ გზებზე ატაროს მამაზეციერმა. დაეფასებინოთ და დაფასებოდეთ შრომა“ -ასე გილოცავენ ჩვენი სკოლის პედაგოგები ბავშვებო და უდიდესი სიყვარულით გეფერებიან. წარმატებული მომავალი გქონოდეთ....“,- მიმართავს კურსდამთავრებულებს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება