მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი დამტკიცდა, რომლის თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე პირს, რომელიც ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება აქვს, პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
სპორტსმენთა სია, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მან შესაბამისი წლის პირველ სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს ნათქვამია, რომ „პირობითი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა