მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ ეტაპზე, წამყვანობისა და მენტორობის მსურველ მასწავლებლებთან გასაუბრებები მიმდინარეობს; სტატუსის ამაღლებისთვის პედაგოგებმა პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი კომისიას უნდა წარუდგინოს და უმრავლეს შემხვევაში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს დადებითი შეფასება ესახებათ „ესქულის“ ბაზაში სიტყვით - შესაბამისი.
თუმცა ისეც ხდება, რომ მასწავლებლებს პასუხად მოსდით - გასავითარებელი, რაც ნიშნავს, მას პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგს, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების დოკუმენტში წერია, რომ:
„მასწავლებელს უფლება აქვს, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.
საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.
ცნობილია ისიც, რომ საპრეტენზიო განაცხადების განხილვისთვის, მასწავლებლის სახლის დირექტორმა უნდა შექმნას კომისია და დაამტკიცოს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...