მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღები და სკოლამდელი განათლება ყველა ქვეყანაში აქტუალურია; რამდენად კმაყოფილები არიან მშობლები საქართველოში არსებული სისტემით, ცალკე საუბრის თემაა; თუმცა, ფაქტი ერთია - ყველას შვილისთვის საუკეთესო სურს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე განათლებას ეხება. რამდენად შეესაბამება ხარისხი კერძო ბაღის გადასახადს - მუდმივი განხილვის საგანია, ისევე როგორც ის, ძვირია თუ არა კერძო სკოლამდელ დაწესებულებაში განათლების მიღება. ქართული რეალობა ყველამ ვიცით, თუმცა საინტერესოა, რა ღირს სხვადასხვა ქვეყნის ბაღში სწავლება?
სამხრეთ კორეა - იმისთვის რომ ბავშვი მოხვდეს სამხრეთ კორეის საბავშვო ბაღში, მშობელი მომლოდინეთა სიაში ნახევარი წლით ადრე უნდა ჩაეწეროს. კორეელი დედების დეკრეტული შვებულება მხოლოდ 3 თვეს გრძელდება, ხოლო ბავშვებს იღებენ 7-8 თვიდან.
სამხრეთ კორეაში არ არსებობს სახელმწიფო საბავშვო ბაღები, თუმცა შედარებით ბიუჯეტურ სკოლამდელ დაწესებულებებში 50 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, დანარჩენს კი მშობელი.
საბავშვო ბაღის მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია სასწავლი საგნების რაოდენობასა და მომსახურებაზე, რომელსაც ირჩევენ მშობლები. ფასები იწყება 320 ევროდან, ხოლო თუ ბავშვი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, სახელმწიფო სუბსიდია არ ვრცელდება. ბაღებში არის სამჯერადი კვება, გაძლიერებულად ასწავლიან მუსიკას და როგორც წესი, ბაღის დასრულებისას ყველა ბავშვმა იცის ამა თუ იმ მუსიკალურ საკრავზე დაკვრა.
გარდა ამისა, პატარები სახლიდან დაჰყავს ავტობუსს, ხოლო მშობლებს საშუალება აქვთ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, დააკვირდნენ შვილებს კამერების საშუალებით.
ჩრდილოეთ კორეაში 5 წლიდან ბავშვებისთვის ბაღში სიარული სავალდებულოა, მანამდე კი მშობლების სურვილისამებრ ხდება სკოლამდელ დაწესებულებაში დარეგისტრირება. ადგილობრივი ბაღების უმრავლესობა ინტერნატის ტიპისაა, საიდანაც პატარები საღამოობით სახლში არ მიჰყავთ; ისინი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ატარებენ ოჯახში, დანარჩენ დროს კი მშობლები სამსახურს უთმობენ.
ჩრდილოეთ კორეის ბაღებში აუცილებელია პატრიოტული აღზრდა. სათამაშოებიც კი ძირითადად ომის თემატიკაზეა: ტანკი, ჯარისკაცი, ავტომატი და ასევე ცალკე ტარდება მეცადინეობა სადაც პატარები ბელადის ბიოგრაფიას სწავლობენ.
შვედეთში ბავშვი ბაღში მხოლოდ 20-25 საათი შეიძლება დატოვოთ კვირაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მუშაობს, ხოლო თუ სახლში არც ერთი არაა, მაშინ აქვთ უფლება, მთელი დღით - 06:30 საათიდან 15:30- საათამდე დატოვონ;
შვედეთში არის როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღები, თუმცა კერძო სექტორი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, რადგან მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, მოთხოვნადია ის ბაღები, რომლებიც მონტესორის საგანმანათლებლო სისტემას იყენებენ, მაგრამ არც ერთ მათგანში არ არის მკაცრად გაწერილი პროგრამა, საბავშვო ბაღების მთავარი მიზანია, ბავშვებს გარესამყაროს მიმართ ინტერესი გაუღვივონ.
საკმაოდ დამაბნეველია შვედეთის საბავშვო ბაღების აღმზრდელების გარეგნობაც; ხელმძღვანელობა არ კრძალავს ტატუს, ასევე დაშვებულია ჩაცმის თავისუფალი სტილი, მთავარი ისაა, სპეციალისტს ჰქონდეს სათანადო განათლება;
საბავშვო ბაღები სთავაზობენ სტანდარტულ კვებას, თუმცა მშობლებს შეუძლიათ პატარებისთვის მოითხოვონ ვეგეტარიანული საკვებიც.
რაც შეეხება აშშ-ს, იქ დეკრეტული შვებულება გრძელდება მხოლოდ 6 კვირას, აქედან გამომდინარე, განცხადებას სკოლამდელ დაწესებულებაში ჯერ კიდევ ორსულობისას ტოვებს დედა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში არ არის უფასო საბავშვო ბაღებში, გადასახადი მინიმუმ 300-დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 4500-ამდე აღწევს თვეში, ჯგუფები კი 5-7 ბავშვისგანაა დაკომპლექტებული;
შვეიცარიაში ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ბაღებია ევროპაში - ერთი დღის გადასახადი 140 ევროზე მეტია;
ავსტრიაში ბავშვებისთვის ბაღებში ადგილები ხშირად არასაკმარისია და დედები ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იკავებენ რიგს. ქვეყანაში ბაღების 60% სახელმწიფო, ხოლო 40% კერძო ბაღია, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობა არ არის,
საფრანგეთში სტანდარტული საბავშვო ბაღები არ არის, იქ აქვთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც ბავშვს ვერ დაარეგისტრირებ, თუ ყველა გეგმური აცრა ჩატარებული არ აქვს. საფრანგეთის ბაღებში სავალდებულო საგნებია: მათემატიკა, ლოგიკა, მუსიკა, ხატვა;
გერმანიაში, ბაღში მიღებისას, უპირატესობა ენიჭებათ იმ ბავშვებს, ვისი მშობლებიც სახელმწიფოს სამსახურში არიან დასაქმებულნი; ადგილობრივ ბაღებში არ ჰყავთ მედპერსონალი, აღმზრდელები კი ბავშვებს ასწავლიან, რომ ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთრ არჩევანში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას