მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მაღალი მიღწევების სპორტული შეჯიბრებების მქონე პირები უნივერსიტეტებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და მათ მიენიჭებათ პირობითი სტუდენტის სტატუსი.
რას ნიშნავს ეს ტერმინი? - ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სპორტსმენებს რჩებათ ვალდებულება, მომავალ წელს გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე, სხვაგვარად ისინი სტუდენტები ვეღარ იქნებიან.
პირობითი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებისას, რაც გამორიცხავს მის მონაწილეობას პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით გახანგრძლივების შესახებ.
„პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების/გახანგრძლივების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა