ახალი სააღმზრდელო წლიდან, ორი საბავშვო ბაღის ბავშვებს სხვაგან გაანაწილებენ - რომელ სკოლამდელ დაწესებულებებს ეხებათ ცვლილება
11-08-2023
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, რუსთავში N23 და N31 ბაღების სრული რეაბილიტაცია იწყება, - ინფორმაციას რუსთავის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
ცნობილია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლისთვის, აღნიშნული ფილიალების აღსაზრდელებისთვის სერვისის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, N23 ბაღის აღსაზრდელები მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ფილიალებში გადანაწილდებიან, ხოლო N31 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელი 21-ე მიკრორაიონში არსებულ ალტერნატიულ ფართში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დასრულდება პირველი ბაღის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია და დაიწყება N11 და N 25 ბაღების ფილიალების მშენებლობა.
ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობაც. ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.