სიახლეები
სიახლეები

უმაღლესში რეგისტრაციისთვის 15 აგვისტო ბოლო ვადაა - საჭირო დოკუმენტები და ყველა დეტალი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის
14-08-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 2023 წლის 17 ივლისის 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. გამოცდა მათთვის პირველ სექტემბერს ჩატარდება.

სარეგისტრაციო განაცხადი ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. 

განაცხადის ფორმა

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:

  • გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდაში მონაწილეობა საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;   

საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;                                                                                                          

სახელმწიფო ხაზინა,  კოდი:  TRESGE22;                                                                  

სახაზინო კოდი:  707627112;   

დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის სახელწოდება - ზოგადი უნარების გამოცდა.

თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო ფურცელზე ამ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვ.) და წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 15 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.

იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.

ტესტის შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან).  ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. 

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

19 იანვარს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ 

რეკომენდაციების გთავალისწინებით არ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს და შექმნით ენობრივად გამართულ, დახვეწილ დოკუმენტებს

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება